ჩვენი მოსახლეობის 90 %-ზე მეტი მხარს უჭერს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონს, გახარიას პარტია ერიდებოდა ამ კანონის წინააღმდეგ გამოსვლას წინასაარჩევნო პერიოდში, ახლა კი უფრო თამამად ასრულებენ გარე დავალებებს

News.ge 1 თვე წინ 12

„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონის მიმართ საზოგადოების მხარდაჭერა არის ძალიან დიდი და ძალიან ძლიერი, ჩვენი მოსახლეობის 90 %-ზე მეტი მყარად უჭერს მხარს ამ კანონს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ ჟურნალისტებს ბაქოში განუცხადა.
კითხვაზე, თუ რატომ ისმის გახარიას პარტიისგან მოწოდებები „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონის გაუქმებასთან დაკავშირებით ახლა, როცა წინასაარჩევნო კამპანიის დროს მათგან არ ისმოდა მსგავსი განცხადებები, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ წინასაარჩევნოდ ისინი ერიდებოდნენ არაპოპულარული ნაბიჯის გადადგმას, ახლა კი უფრო თამამად ასრულებენ გარე დავალებებს.
„ისინი ერიდებოდნენ ამ კანონის წინააღმდეგ გამოსვლას წინასაარჩევნო პერიოდში, ახლა დასრულებულია და უფრო თამამად ასრულებენ იმ დავალებას, რომელსაც გარედან იღებენ. ისინი, რეალურად, ხედავენ, რომ მათ არაფერში აწყობთ ამ კანონის წინააღმდეგ გალაშქრება, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ გადაწყვეტილებებს იღებენ არა ისინი, არამედ, ასე ვთქვათ, მათი პატრონები, გარედან, მათ უწევთ ისეთი ქმედებების განხორციელება, რომელიც არის აბსოლუტურად არაპოპულარული. გახსოვთ, თავის დროზე მათ მხარი არ დაუჭირეს ამ კანონპროექტს, როცა ის მიიღებოდა პარლამენტში. ესეც, რა თქმა უნდა, იყო დავალების შესრულება, არაფერში აწყობდათ მათ ამ ნაბიჯის გადადგმა, ახლაც მოქმედებენ გარე დავალებების შესაბამისად,“- განაცხადა პრემიერმა.

სრულად წაიკითხეთ სტატია