86 წლის ასაკში გარდაიცვალა
მარჯანიშვილის თეატრის
მსახიობი, საქართველოს
დამსახურებული არტისტი
იოსებ
გოგიჩაიშვილი. „მარჯანიშვილის
თეატრი მწუხარებას
გამოთქვამს ბატონი სოსოს
გარდაცვალების გამო და
სამძიმარს უცხადებს მის
ოჯახს“, – ნათქვამია
მარჯანიშვილის თეატრის
განცხადებაში.საქართველოს
დამსახურებული არტისტის
გარდაცვალების გამო
მწუხარებას გამოთქვამს
ნოდარ დუმბაძის სახელობის
მოზარდ მაყურებელთა
თეატრის პროდიუსერი,
რეჟისორი დიმიტრი
ხვთისიაშვილი და სოციალურ
ქსელში წერს:„ჩემი უფროსი
მეგობარი, არაჩვეულებრივი
არტისტი, ჩვენი გოგიჩას
მამა წავიდა თავის
უსაყვარლეს შვილთან.
მადლობა მეგობრობისთვის,
ურთიერთობისთვის,
სიყვარულისთვის“