შამბას თქმით, თბილისის ბოდიშს მიესალმებოდნენ, როგორც “შერიგებისკენ გადადგმულ ნაბიჯს”

News.ge 2 თვის წინ 29
შამბას თქმით, თბილისის ბოდიშს მიესალმებოდნენ, როგორც “შერიგებისკენ გადადგმულ ნაბიჯს”

ოკუპირებული ს დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი შამბას განცხადებით, თუ საქართველო ბოდიშს მოიხდიდა, აფხაზეთში ამას მიესალმებოდნენ, როგორც შერიგებისკენ გადადგმულ პირველ ნაბიჯს.
როგორც ადგილობრივი გამოცემა Apsnypress წერს, ამის შესახებ შამბამ ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრისას განაცხადა.
გარდა ამისა, დე ფაქტო მინისტრი ამბობს, რომ საქართველომ უარი უნდა თქვას ფორმულირებაზე, რომელიც “ხელს არ უწყობს ურთიერთობების დალაგებას”, კერძოდ, საუბარია “ოკუპირებული ტერიტორიების” გამოყენებაზე. შამბას თქმით, აფხაზეთის პოლიტიკური სტატუსი განხილვას არ ექვემდებარება.

სრულად წაიკითხეთ სტატია