ეუთო/ოდირს რისი თქმაც
უნდოდა, გასაგებად თქვა,
რომ ქართველ ხალხს ჰყავს
არჩეული ხელისუფლება.
ყველამ, შინ და გარეთ,
პატივი უნდა სცეს ქართველი
ხალხის არჩევანს. "ქართული
ოცნების" 54% და 1 119 908
ამომრჩევლის ხმა საკმაოზე
მეტად მკაფიო და მჭექარეა,
რომ ვინმემ მისი წაყრუება
სცადოს, - წერს საქართველოს
პარლამენტის თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილი
სოციალურ ქსელში.როგორც
მან აღნიშნა,
დეზინფორმაციაა, თითქოს
ეუთო/ოდირმა არჩევნები
სიტყვებით "თავისუფალი და
სამართლიანი" უნდა
შეაფასოს, იმისთვის, რომ ის
შემდგარად ჩაითვალოს.
მისივე თქმით, ეუთო/ოდირის
სადამკვირვებლო მისიასთან
შეხვედრისას ამ
მოსალოდნელ
დეზინფორმაციაზეც ჰქონდა
მას საუბარი და მიიღო
მკაფიო დასტური, რომ ეს არ
არის ტერმინი, რომელსაც
ეუთო/ოდირი თავის
ანგარიშში
იყენებს.„დეზინფორმაციაა,
თითქოს ეუთო/ოდირმა
არჩევნები სიტყვებით
"თავისუფალი და
სამართლიანი" უნდა
შეაფასოს, იმისთვის, რომ ის
შემდგარად ჩაითვალოს.
სხვათა შორის, ამ
დეზინფორმაციას 2020 წელს
ოპოზიცია ავრცელებდა,
თუმცა ბოლოს მათაც მოუწიათ
უარყოფა. ეუთო/ოდირის
სადამკვირვებლო მისიასთან
ჩემი შეხვედრისას ამ
მოსალოდნელ
დეზინფორმაციაზეც მქონდა
საუბარი და მივიღე მკაფიო
დასტური, რომ ეს არ არის
ტერმინი, რომელსაც
ეუთო/ოდირი თავის
ანგარიშში იყენებს. ამიტომ
არის, რომ არც აშშ-ის, არც
საფრანგეთის, არც
პოლონეთის, არც ბელგიის და,
თქვენ წარმოიდგინეთ, არც
მოლდოვის არჩევნები მას
"თავისუფალ და სამართლიან"
არჩევნებად არ შეუფასებია.
ეუთო/ოდირს რისი თქმაც
უნდოდა, გასაგებად თქვა,
რომ ქართველ ხალხს ჰყავს
არჩეული ხელისუფლება.
ყველამ, შინ და გარეთ,
პატივი უნდა სცეს ქართველი
ხალხის არჩევანს. "ქართული
ოცნების" 54% და 1 119 908
ამომრჩევლის ხმა საკმაოზე
მეტად მკაფიო და მჭექარეა,
რომ ვინმემ მისი წაყრუება
სცადოს“, - წერს შალვა
პაპუაშვილი.