ირაკლი ლომიძე აფხაზეთის
ომის ვეტერანია. მას
"პრაიმტაიმის" მკითხველი
ჩვენთვის მოცემული
ინტერვიუებიდან იცნობს.
ნათქვამი აქვს, მეომარს ომი
არ ტოვებსო...რამდენჯერ
გამიღვიძია სველ ბალიშზე,
ძილში ნამტირალევსო... 27
სექტემბერი სოხუმის
დაცემის დღეა...ამ რიცხვის
მოახლოებას მეომრები და
მით უფრო, ომის ვეტერანები,
სხეულით გრძნობენ. იმ
ნაბრძოლი სხეულით,
სასწაულებრივად რომ
გადარჩა და ყოველი
დაღუპული ქართველის
ცხედრის წინ, სირცხვილით
რომ თრთოდა. გარდაცვლილი
ბიჭების მშობლებთან
შეხვედრა მრცხვენოდა და
თავს ვარიდებდიო, ნათქვამი
აქვს ირაკლის...ახლა
აფხაზეთის ომის ქრონიკას
ასე იხსენებს.ირაკლი
ლომიძე: სოხუმში ვითარება
კრიტიკულ ზღვარზეა, ხალხის
ევაკუაცია მიმდინარეობს.
პარალელურად დახმარებას
ველოდებით ოჩამჩირიდან.
ყველა ფლანგიდან გვიტევენ.
სერგომ ფეხი დაკარგა
თავისუფლებაში, საშკა
იოსელიანი 19 სექტემბერს
გარდაიცვალა.იმ დღეს ჩემს
უკან "ვარონა" მოკლეს...მეორე
ხაზიდან გადავდიოდით
პირველი ხაზისკენ. ვიწრო
ტალავერი იყო. თემურ
თვალაძეს, რომლის სამი
ბიჭიც ომობდა, უკან
მივყვებოდი. უცებ თემო
დაიხარა და მეც მასთან
ერთად, რა მოგივიდა-მეთქი,
ვკითხე. რაჟოკი ამოუვარდა,
"პკ-ას ოჩერედმა" თავზე
გადაგვიარა და "ვარონა"
მოცელა:((((ტრანშეიში რომ
დავბრუნდი, იქ მითხრეს
საშკას გარდაცვალება :((((იყო
თავისუფლების
მიმართულებით შეტევები,
ფუნიკულიორის შტურმი.
"კამისარა" დაჭრეს, ვაგზლის
ბრძოლები, ახალი რაიონი
სინოპის დაბომბვა, იქ უცებ
ვხვდები ალეკო
ნიკოლეიშვილს (ყარამანას),
რუდიკო გოგუაძეს და
თბილისელ ბიჭებს. ალეკო
ხეზე ავიდა, წითელ ხიდთან,
ვაშლის თუ მსხლის
მოსაკრეფათ და უცებ ხიდთან
ბუღი დადგა; ბიჭები, ვინც
მიდიოდნენ, ადგილზე
მოიცელნენ. ყარამანამ
მეგობრებს ხელები
გადახვია უცებ და იქვე
თხრილში
გადახტნენ.მოშორებით
ჰაუბიცებით დატვირთული
პატარა გემი, ასე 2 - 3
კილომეტრში იდგა და
ცეცხლმოკიდებულ სოხუმში
ვერ შემოდიოდა, რადგანაც
ჩვენი რამდენიმე
თვითმფრინავი ჩამოაგდეს (!!22
სექტემბერს ბაბუშერაში,
(უზდელა) ერეკლე დანელია,
კახა აბულიძე ჩემი დათოს
ძმა, წიკლაურები და ბევრი
ვაჟკაცი გარდაიცვალა:(((
)ალეკომ შეცურა და გემი
ნაპირს მიაყენა..
წარმომიდგენია კაპიტნის
და მეზღვაურების სახე..
როცა ყარამანამ
ნაპირისკენ გამოაყვანინა
და ბევრი დევნილი
გამოიყვანეს
ფოთში.გააფთრებული
ბრძოლები იყო, ყველგან
ცეცხლი ეკიდა სოხუმს... მე და
ჩემი თანამებრძოლები -
გელა ბასილაშვილი, ლაშა
ქართველიშვილი
(ბასტი-ბუბუ), მამუკა
ლუხუტაშვილი, ზურა
მარუაშვილი, ზვიად ქორიძე,
ბოლოს, ვაგზლის მიდამოებში
შევრჩით. გიორგა (ბერძენი)
მძიმედ დაიჭრა, ქორიძემ და
ლუხუტაშვილმა მანქანით
გამოუშვეს ბასტი და გიორგი,
დაჭრილები თვითონ
ზურასთან ერთად ვაგზალზე
ჩარჩნენ :((( ისინი ორი კვირა
იყვნენ თითქმის აღებულ
ქალაქში, გამოსვლისას
კელასურის ხიდთან
დაკარგეს ერთმანეთი და
მამუკა და ზურა ცალკე, ხოლო
ზვიად ქორიძემ მარტო
დაიწყო გამოსვლა..იყო
შეტაკება მტრის
დაჯგუფებასთან, ორი დღე
დამწვარ სახლში მარტო
ყოფნა და მერე ღვთის
წყალობით, სამშვიდობოზე
გამოსვლა :(((( თუ მაგას
სამშვიდობო ჰქვია. მერე
დაჭერა და სხვა ტანჯვა,
ეგრეთ წოდებული სამართალ
დამცველებისგან. ზურა, ბესო
და "წნევა" მძინარეები
ჩაცხრილეს, მამუკა
გაურკვეველ ვითარებაში
გარდაიცვალა...მე კი ვზივარ
და ვიხსენებ... გიორგი
(ბერძენი) მე, დოდო
გუგეშაშვილმა და გელამ
აგუძერის საავადმყოფოს
უკანა მხარეს დავმარხეთ,
სოხუმელ ბაბუსთან ერთად.
შემდეგ შევხვდი (გუთუ)
კონსტანტინე ჯღამაიას.
ერთად გავანადგურეთ ჩვენი
რამდენიმე საწყობი, ოღონდ
ჯერ მტერს შესვლა ვაცადეთ!
და არაქათგამოცლილები
გავუყევით კოდორის ხეობის
მხარეს... ***პირტიტველა
მეგობრებთან ერთად ომში
გაპარული ირაკლი, უკან
კანტუზიით, სულიერი
ტკივილებით,
მეგობრებდაკარგული
დაბრუნდა... ომის იარა პირს
არ კრავს, თურმე.
ტკივილებიც არაფრით
ყუჩდება. ირაკლი ლომიძე:
მაინც რომ ვფიქრობ, ღმერთი
გვმფარველობდა. 13 თვე და 13
დღე ბრძოლის ველზე ყოფნა,
ხუმრობა საქმე არ
იყო...სახლში არ ვრეკავდი.
ცუდს ისედაც გაიგებდნენ. და
რომ არ ვრეკავდი, ეს იმას
ნიშნავდა, რომ კარგად
ვიყავი და ვიბრძოდი.როცა
დაჭრილები მიხაილოვის
საავადმყოფოში ვიწექით,
ბატონმა ჭაბუა ამირეჯიბმა
მოგვინახულა... ირაკლი უკვე
გარდაცვლილი იყო. უთქმელად
დავემშვიდობე. მათ
მშობლებს, ვინც ომიდან ვერ
დაბრუნდა, თვალებში ვერ
ვუყურებდი. მერჩივნა მათ
ადგილას მე
ვყოფილიყავი. ომგამოვლილთ
სინანული არ ტოვებს... მაქვს
სინანულის გრძნობა,
შეიძლებოდა მეტი
გადაგვერჩინა, მეტად
გვეზრუნა ერთმანეთზე. შიში
არ გვქონდა-მეთქი, ტყუილი
იქნება. შიშს ღიმილით
ვთრგუნავდით და ერთმანეთს
არ ვაჩვენებდით. ალბათ,
ამიტომ ვიყავით მამაცები...