ყველაზე მაღალანაზღაურებადი გახდება – ვირცი “ლევერკუზენთან” კონტრაქტს ახანგლძრივებს

News.ge 6 დღის წინ 3
ყველაზე მაღალანაზღაურებადი გახდება – ვირცი “ლევერკუზენთან” კონტრაქტს ახანგლძრივებს

ავტორიტეტული გერმანული გამოცემა Kicker-ის ინფორმაციით, “ლევერკუზენის” 21 წლის ნახევარმცველი ფლორიან ვირცი გუნდთან კონტრაქტის გახანგლძრივებაზე შეთანხმდა.
ამჟამინდელი შრომითი ხელშეკრულებით ახალგაზრდა ფეხბურთელი “ბაიერში” 2026 წლამდე უნდა დარჩეს, თუმცა ხელი თანამშრომლობის კიდევ 1 წლით გაგრძელებას მოეწერება.
ვირცი “ფარმაცევტთა” რიგებში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება და სეზონში 10 მილიონ ევროზე მეტს გამოიმუშავებს.
მიმდინარე სეზონში ვირცმა ყველა ტურნირზე 17 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 7 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი გადაცემაც მიითვალა.

სრულად წაიკითხეთ სტატია