"ქუთაისში რამდენჯერ ჩავედი, სულ ამ ადამიანს ვეძებ თვალებით. ვიცოდი, რომ განსაკუთრებული იყო. აი, თურმე ვინ ყოფილა..." - ლექსო ბაბუს საოცარი ისტორია

Primetime.ge 2 თვის წინ 22
"ქუთაისში რამდენჯერ ჩავედი, სულ ამ ადამიანს ვეძებ თვალებით. ვიცოდი, რომ განსაკუთრებული იყო. აი, თურმე ვინ ყოფილა..." - ლექსო ბაბუს საოცარი ისტორია
ლექსო ბაბუს ამბავს ფეისბუქზე ფოტოგრაფი ზაქარია ჭელიძე გვაცნობს. როგორც ის წერს, საინტერესო გარეგნობის წვერიან კაცს ფოტო ქუთაისის ბაზართან გადაუღო. ფოტოხელოვანის ყურადღება მისმა ტიპაჟმა მიიქცია და მას შემდეგ აინტერესებდა, ვინ იყო და რა ისტორიის მატარებელი იყო ეს იდუმალი კაცი.  ლექსო ბაბუ აფხაზეთიდან დევნილი აღმოჩნდა...ფოტო: ზაქარია ჭელიძის "ქუთაისში რამდენჯერ ჩავედი, სულ ამ ადამიანს ვეძებ თვალებით (ეს ფოტო ადრე გადავუღე ბაზართან). ხოდა ბოლო ჩასვლაზე მოწამეთაში ვნახე.  დღეს მასზე წავიკითხე პოსტი და გამიხარდა, რადგან სულ ვიცოდი, რომ განსაკუთრებული იყო"  - წერს ფოტოგრაფი სოციალურ ქსელში და ამ კეთილ კაცზე მოპოვებულ ინფორმაციას აზიარებს. ***ლექსო ბაბუ დევნილია აფხაზეთიდან. დიდი ხანი ლტოლვილთა დასახლებაში ცხოვრობდა. ომიანობის დროს უამრავ ადამიანს დაეხმარა. ამბობენ, ბევრი დაჭრილი გადაარჩინა და ბევრ უპატრონო მიცვალებულს უპატრონაო. ლექსო ბაბუ დიდი ხანია მოწყალებას ითხოვს. თანხით, რასაც აგროვებს, ლტოლვილთა დასახლებაში რამდენიმე გაჭირვებულ ოჯახს ეხმარება, მათ უნაწილებს. დღისით შეგროვილი თანხით, საღამოს საკვებს ყიდულობს და ოჯახებში არიგებს. ხოლო იმ შემოწირულობებს - ცხვრებს, ქათმებს, საკვებს, სამოსს, რასაც მოწამეთას მონასტერში ჩუქნიან, წყალწითელას პანსიონატში მიაქვს და მოხუცებს და ავადმყოფებს უტოვებს. დღის მანძილზე, ყველა უძლურებაში მყოფ ადამიანთან მიდის, ვისაც კი იცნობს და ზოგთან წამალი მიაქვს, ზოგთან პური, ზოგთან - საკვები. ისიც მითხრეს ნაცნობებმა გარემოვაჭრეებსაც ეხმარება პერიოდულადო. ქუთაისში თბილისის ქუჩაზე ახალი ეკლესია აშენდა. ამ ეკლესიის კურთხევასა და გახსნაზე უამრავი სასულიერო პირი იყო, ბერები სხვადასხვა ეპარქიებიდან იყვნენ ჩამოსული. იქ იყო ლექსოც, თავისთვის იჯდა განცალკევებით. ერთი ბერი მანქანიდან გადმოვიდა და ლექსო დაინახა თუ არა, პირდაპირ მისკენ გაემართა. ჩამეხუტე ბიძა კაცოო, უთხრა. ლექსომ უკან დაიხია, მამაო, ბინძური ვარ, ვერ ჩაგეხუტებიო, უთქვამს. ბერმა თვალი მოავლო ირგვლივ შეკრებილ ხალხს და უთხრა, შენზე სუფთა აქ არავინაა, ლექსო ბაბუო, გადაეხვია და მაგრად ჩაიკრა გულში. ლექსო ხორცშესხმული ანგელოზია, რომელიც ღმერთმა გაჭირვებული ადამიანების დასახმარებლად გამოუშვა დედამიწაზე... ასევე დაგაინტერესებთ:"თურქმა ექიმმა მითხრა, მოდი, შევთხოვოთ უფალს, რომ გართულების გარეშე გადაიტანოთ ეს ოპერაციაო და ჩემთან ერთად გადაიწერა პირჯვარი" - გია ბურჯანაძის ინტერვიუ თურქეთიდან„ჩემი მეუღლე გასტროლზე იყო, როცა დედამთილმა სახლიდან გამომაგდო... ქუჩაში დავრჩი... დღემდე ქირით ვცხოვრობ" - მუსიკოს ლეილა სიყმაშვილის აქამდე უცნობი ისტორიები
სრულად წაიკითხეთ სტატია