„ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად ყოფილი ფეხბურთელი მიხეილ ყაველაშვილი წარადგინა. მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა 27 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე მხოლოდ მისი კანდიდატურა დაასახელა.
„პატიოსნება, სამართლიანობა, პატრიოტიზმი და პრინციპების ერთგულება არის ის თვისებები, რომლებიც მიხეილ ყაველაშვილს განსაკუთრებულად გამოარჩევს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა და დასძინა, რომ „იგი არის ქართველი კაცის საუკეთესო განსახიერება“. ივანიშვილმა ასევე განაცხადა: „დარწმუნებული ვარ, მიხეილ ყაველაშვილი სრულად დაუბრუნებს პრეზიდენტის ინსტიტუტს დროებით წართმეულ ღირსებას… ეჭვგარეშეა, რომ მიხეილ ყაველაშვილი იდგება არა უცხოური ძალის, არამედ, ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის სამსახურში და თავის წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის წინსვლასა და წარმატებაში“.
„ქართულმა ოცნებამ“ მხოლოდ ყაველაშვილის კანდიდატურა წარადგინა. ამდენად, არანაირი მოლოდინი აღარ არსებობს, რომ მის გარდა სხვა ვინმე გახდება საქართველოს მომავალი პრეზიდენტი.
მასალა განახლდება…
ასევე წაიკითხეთ: