ღვინის ეროვნული
სააგენტოს მხარდაჭერით და
სააგენტოს კონტრაქტორი
კომპანიის „Le Pont Caucasien“
ორგანიზებით, საფრანგეთის
ქალაქ ტოულ სურ მერში
(Théoule-sur-mer) გამართულ ღვინისა
და გასტრონომიის
ფესტივალზე „Theoule Arts and Vin”
ქართული ღვინის წარდგენა
გაიმართა.ფესტივალის
სტუმრებს შესაძლებლობა
მიეცათ, გასცნობოდნენ 12
ქართული ღვინის
მწარმოებელი კომპანიისა
და მცირე მარნის 15 სახეობის
ღვინოს.რიგით მე-16
ფესტივალი „Theoule, Arts and Vin“,
რომელიც ტოულ სურ მერის
მუნიციპალიტეტის
ორგანიზებით 2008 წლიდან
იმართება, აერთიანებს
ღვინისა და
სასოფლო-სამეურნეო
პროდუქციის მწარმოებლებს,
ღვინის მომხმარებლებს,
იმპორტიორებსა და
გასტრონომებს.ღვინის
ეროვნული სააგენტოს
საქმიანობის ერთ-ერთ
ძირითად მიმართულებას
საერთაშორისო ბაზრებზე
ქართული ღვინის
პოპულარიზაცია და
ცნობადობის ამაღლება
წარმოადგენს. სააგენტო,
ქართული ღვინის
პოპულარიზაციის
ხელშეწყობის ფარგლებში, 2013
წლიდან, ბაზრების
დივერსიფიცირების მიზნით,
მიზანმიმართულ
სარეკლამო-მარკეტინგულ
კამპანიებს ახორციელებს,
მათ შორის, მეღვინეობით
სახელგანთქმულ ისეთ
ქვეყანაში, როგორიც
საფრანგეთშია, სადაც
ქართულ ღვინოზე,
განსაკუთრებით კი, ქვევრის
ღვინოზე, მოთხოვნა მზარდია.