“ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, 1 ოქტომბერს დაგეგმილი საარჩევნო პროგრამის წარდგენა რამდენიმე დღით გადაიდო
ირაკლი კობახიძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, 1 ოქტომბერს დაგეგმილი საარჩევნო პროგრამის წარდგენა რამდენიმე დღით გადაიდო. ამის შესახებ ინფორმაციას “ქართული ოცნების” პრეს-სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროგრამის პრეზენტაცია მომავალი კვირის დასაწყისში გაიმართება. თარიღთან დაკავშირებით დაზუსტებულ ინფორმაციას მმართველი პარტიის პრეს-სამსახური უახლოეს დღეებში გაავრცელებს.