“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” საბურთალოს რაიონის დელეგატი აკაკი ალადაშვილი საბურთალოზე, ნადარეიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა. შეხვედრაზე აკაკი ალადაშვილმა მოსახლეობასთან განიხილა მათთვის მნიშვნელოვანი და საჭირო საკითხები, ისაუბრა 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე.
ასევე, „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამას გაეცნო ამომრჩეველი. მოქალაქეებთან შეხვედრას, თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე – ოთარ გრიგოლია, საკრებულოს საბურთალოს მაჟორიტარი – ავთანდილ ცინცაძე, საკრებულოს წევრები – ლევან აბაშიძე, ლევან არველაძე და თათია ჩახვაშვილი ესწრებოდნენ.