“ქართველის “ლივერპულში” ტრანსფერი კითხვის ნიშნებს აჩენს, კელეჰერმა დაამტკიცა, რომ ძირითად შემადგენლობაში ადგილს იმსახურებს” – ბრიტანელი სკაუტი

News.ge 1 თვე წინ 19
“ქართველის “ლივერპულში” ტრანსფერი კითხვის ნიშნებს აჩენს, კელეჰერმა დაამტკიცა, რომ ძირითად შემადგენლობაში ადგილს იმსახურებს” – ბრიტანელი სკაუტი

მოგეხსენებათ, სეზონის დასრულების შემდეგ “ვალენსიაში” იჯარით მყოფი გიორგი მამარდაშვილი “ლივერპულს” შეუერთდება.
ამჟამად, “სქაუზერების” ნომერ პირველი მეკარე ალისონ ბეკერი ტრავმირებულია და მას კაომინ კელეჰერი ცვლის.
აღნიშნულთან დაკავშირებით “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა სკაუტმა მიკ ბრაუნმა Football Insider-თან ინტერვიუში ისაუბრა.
მისი თქმით, ქართველი მეკარის “მერსისაიდულ კლუბში” გადასვლა გარკვეულ კითხვის ნიშნებს აჩენს, რადგან კელეჰერი შესანიშნავ ფორმაშია.
“მამარდაშვილის “ლივერპულში” ტრანსფერი კითხვის ნიშნებს აჩენს. ალისონის ტრავმის შემდეგ, კაომინ კელეჰერმა დაამტკიცა, რომ ძირითად შემადგენლობაში ადგილს იმსახურებს.
კელეჰერის შესაძლებლობებს კარგად ვიცნობ და დარწმუნებული ვარ, სათანადო ნდობის შემთხვევაში “ლივერპულის” გულშემატკივრებს
იმედებს არ გაუცრუებს, თუმცა მეორე მეკარის სტატუსით ამის გაკეთება რთული იქნება. “მერსისაიდელების” ხელმძღვანელებს სერიოზული გადაწყვეტილების მიღება მოუწევთ.
მამარდაშვილის ტრანსფერი კაომინს პრობლემებს უქმნის და გარანტიები სჭირდება, თუ ის სათამაშო დროის გარანტიას ვერ მიიღებს, მაშინ აუცილებლად უნდა წავიდეს”, – განაცხადა ბრაუნმა.
შეგახსენებთ, “ლივერპულმა” ქართველი მეკარის სანაცვლოდ “ვალენსიას” გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე დაახლოებით 35 მილიონი ევრო გადაუხადა.

სრულად წაიკითხეთ სტატია