“უმძიმესია ახალგაზრდა კაცს, რომ გაგინებენ, ბიჭებო თავზევით ძალა უნდა იპოვოთ” – მამუკა მდინარაძე

News.ge 3 კვირის წინ 6
“უმძიმესია ახალგაზრდა კაცს, რომ გაგინებენ, ბიჭებო თავზევით ძალა უნდა იპოვოთ” – მამუკა მდინარაძე

ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, მ სამართალდამცავებს სოლიდარობა გამოუცხადა და მიმართვა გააკეთა:

“მე მესმის, ქართველი კაცისთვის, ახალგაზრდა ვაჟკაცი ბიჭებისთვის რა მძიმეა, როდესაც გვერდით შენს მეგობარს, თანამშრომელს გისახიჩრებენ, საოპერაციო რომ ხდება ისე და ესეც პირველ რიგში დასაგმობი რამ არის. უმძიმესია! დედას და ცოლ-შვილს გაგინებენ, ესეც ზუსტად ვიცი, რატომ ვთქვი ახლა. უმძიმესია ახალგაზრდა კაცს, რომ დედას და ცოლ-შვილს გაგინებენ ქართველს, რამდენად უნდა აიტანო და ვის მოვუწოდო ესეც არ ვიცი, მაგრამ მიუხედავად ამისა, სულ უნდა გვქონდეს თავში, ბიჭებო, მივმართავ სპეცრაზმელებს, უნდა გვქონდეს თავში, რომ ამას იყენებენ შენი სამშობლოს წინააღმდეგ.

გთხოვთ, თქვენი ქვეყნისთვის, რომელიც არანაკლებად გიყვართ, ვიდრე თქვენი ოჯახები, აიღოთ თავზევით კიდევ მეტი პასუხისმგებლობა, თავზევით ძალა იპოვოთ და ამ შემთხვევაშიც კი რაღაცნაირად მოითმინოთ.

და ურთულესია, 25, 20, 30, 35, 40 წლის მამაკაცებს მოუწოდო, რომ ესეც მოითმინონ. მესმის” -განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

სრულად წაიკითხეთ სტატია