ტურიზმის ადმინისტრაციამ გასტრონომიული ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით ახალი პროექტი „მზისკარი“ დაიწყო

Primetime.ge 2 თვის წინ 30
ტურიზმის ადმინისტრაციამ გასტრონომიული ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით ახალი პროექტი „მზისკარი“ დაიწყო
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გასტრონომიული ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით ახალი პროექტი „მზისკარი“ დაიწყო.პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს ახალი შეთავაზების განვითარებას გასტროტურიზმის მიმართულებით და ქვეყნის მასშტაბით გააერთიანოს ისეთი მასპინძელი ოჯახები, რომლებიც სტუმრებს, რეგიონისთვის დამახასიათებელი კერძების გარდა, სთავაზობენ ავთენტურ, ოჯახურ გარემოში ადგილობრივი სტუმარმასპინძლობის ტრადიციების გაცნობას: კერძის მომზადების პროცესში მონაწილეობას და გასტრონომიულ ინტერპრეტაციას.როგორც ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, „მზისკარის“ ქსელის მასპინძლობისთვის საჭიროა წინასწარ დამტკიცებული კრიტერიუმების დაკმაყოფილება, როგორებიცაა: ოჯახის მიერ მართული სამასპინძლო ობიექტი, რომელსაც შენარჩუნებული აქვს ავთენტური გარემო; უნდა ფლობდე საკუთარ მეურნეობას; დაცული გქონდეს უსაფრთხოებისა და სურსათის უვნებლობის წესები და სხვა.„მზისკარის“ ქსელში გაერთიანებულ მასპინძელ ოჯახებს ტურიზმის ადმინისტრაცია მთელ რიგ ხელშემწყობ აქტივობებს სთავაზობს:• მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ინდივიდუალური ტრენინგები და კონსულტაციები:– სურსათის უვნებლობა;– ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინი;– კერძების შექმნა/გამრავალფეროვნება, მენიუს შემუშავება და კონკურენტუნარიანი შეთავაზების ფორმირება.• მხარდაჭერა მარკეტინგში:– პროექტის ვებგვერდსა (www.mziskari.ge) და სოციალურ ქსელებში – ფეისბუქ და ინსტაგრამგვერდებზე განთავსება პერსონალური პროფილებით (ობიექტის აღწერილობა/ფოტო კოლაჟი/ ვიდეო წარდგენა…)– საერთაშორისო და შიდა ბაზარზე პოპულარიზაცია;– სასაჩუქრე პაკეტის შექმნა (მენიუს დიზაინი, ინვენტარი);• მისაწვდომობის გაუმჯობესება:– ბრენდირებული მაიდენტიფიცირებელი ნიშნის დამზადება/მონტაჟი.• ფინანსებზე წვდომა:– აწარმოე საქართველოში – „მიკრო მეწარმეობის მხარდაჭერის“ სახელმწიფო პროგრამა.• სპეციალურად „მზისკარის“ წევრისთვის:სესხის დარიცხული საპროცენტო განაკვეთის სრულად სუბსიდირება. ხოლო სრულად ათვისებული სესხის შემთხვევაში 25% ქეშბექი.ამ ეტაპისთვის „მზისკარის“ ქსელში რვა ობიექტი ერთიანდება“, – ნათქვამია ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სრულად წაიკითხეთ სტატია