როგორია ამინდებია
მოსალოდნელი კვირის
ბოლომდე საქართველოში -
თემაზე გარემოს ეროვნული
სააგენტოს მოკლევადიანი
პროგნოზების განყოფილების
უფროსმა, დოდო გვაზავამ
„პრაიმტაიმთან“
ისაუბრა.„საქართველოში ეს
კვირა, უმეტესად უნალექო
ამინდია მოსალოდნელი. 7-8
ნოემბრიდან, დასავლეთ
საქართველოში ტემპერატურა
მოიმატებს და გამოიდარებს,
თუმცა ღამით, ტემპერატურა
დაიკლებს და მინიმალური
ტემპერატურა, 3-დან 5
გრადუსამდე იქნება. ხოლო
მთიან რაიონებში, ყინვაა
მოსალოდნელი, -8 -დან -13
გრადუსამდე, დღისით კი
ტემპერატურა +18 +20 გრადუსი
დაფიქსირდება.აღმოსავლეთ
საქართველოს რაც შეეხება,
ღამის ტემპერატურა იკლებს
და -6 -7 გრადუსი იქნება, ხოლო
დღისით 15 გრადუსამდეა
მოსალოდნელი, უმეტესად
უნალექო ამინდი
შენარჩუნდება 11-12
ნოემბრამდე“,- გვითხრა დოდო
გვაზავამ.