პოლიტიკოსმა და „ქართული ოცნების“ წინა მოწვევის საკრებულოს დეპუტატმა, მიშა მესხმა, სოციალურ ქსელში ვრცელი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ძირითადად ქართველი სპორტსმენებს მიმართავს.
მომღერალ სოფო ბედიას ქმარი, ამბობს, რომ სპორტსმენებმა როგორც პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტება დაგმეს,ასევე შეფასება უნდა გააკეთონ საზოგადოების ნაწილის მხრიდან პოლიციაზე ძალადობაზე
- მოგესალმებით მეგობრებო, პატარა კომენტარი მინდა გავაკეთო სპორტსმენებთან დაკავშირებით, არ აქვს მნიშვნელობა ფეხბურთელი იქნება, მორაგბე თუ კალათბურთელი, “სთორები” რომ დადეთ, ნამდვილად ძალიან ცუდია როცა წაქცეულ ადამიანს ურტყამენ, ცუდი დასანახია და ვგმობ ყველანაირ ძალადობას, არ აქვს მნიშვნელობა მიშას მთავრობა იქნება თუ დღევანდელი.
როდესაც ადამიანი თუნდაც ჩვეულებრივი მოქალაქე იყოს, სამი კაცი ერთ კაცს ურტყამს ჩემთვის მიუღებელია. მინდა, ამ სპორტსმენებს შევეკითხო, მას შემდეგ, იმ კადრებსაც ნახავდით პატარა ბავშვებს როგორ უქსევენ პოლიციელებს. 8-10 წლის ბავშვებს… ამის შემდეგ ცდილობენ პოლიციელები დაწვან, შემდეგ ქალაქზე და ინფრასტრუქტურაზე არ მაქვს საუბარი. აი, ამ ძალადობრივ რაღაცებზე რეაქცია არ გაქვთ? – ანუ სულ პოლიციელები არიან დამნაშავეები თუ ამ ყველაფერს იმით „აპრავებთ“, რომ ევროპაშიც ხდება ასეთი რაღაცები? – მინდა გითხრათ, რომ ევროპაში მაგაზე უარესები ხდება სპეცრაზმის მხრიდან, მაგრამ არანაირად არ „ვაპრავებ„ ამ საქციელს. ვგმობ ყველანაირ ძალადობას და თქვენ ძალიან დიდ პატივს გცემთ ყველა სპორტსმენს, რა პოლიტიკური ხედვაც არ უნდა გქონდეთ, რაც არ უნდა დადოთ.
მე იმ ბრბოს არ მივეკუთვნები, რომლებიც პოლიტიკური ხედვის გამო ადამიანებს აბულინგებენ. რომელიმე სპორტსმენს თუნდაც ისეთ ლეგენდარულ სპორტსმენებს როგორიც გენო პეტრიაშვილია, ლაშა ტალახაძეა, ლაშა ბექაურია, ხომ შეიძლება ვერ გაუძლონ მათმა დედებმა, შვილებმა, მეუღლეებმა ამ ბულინგს… რომელიმეს სოლიდარობა გამოაცხადებინათ და დაგიწერიათ, რომ ასე არ შეიძლება?
ისევ და ისევ პატივისცემა, ძალიან გგულშემატკივრობთ და მიყვარხართ, მაგრამ რომელიმეს ამოგიღიათ ხმა? – პოლიციელებს რომ წვავენ და ხმას არ იღებთ, ეს მოსულა? – მინდა, გითხრათ ჩემო კარგებო, ხვალ რომ ომი დაიწყოს ამ ქვეყანაში და მტერი შემოგვესიოს თქვენ მანდ დაკავდებით მაისურებზე წარწერებით – არა ომს, ამ პოლიციელებმა აქ უნდა იომონ და დაიცვან ჩვენი ქვეყანა, აი, ეს არის სიმართლე. ძალიან გთხოვთ, მხარედ ნუ იქცევით. რადგან მეორე მხარე არ გაბულინგებთ იმას არ ნიშნავს, რომ მეორე მხარეს გადაუაროთ.
რადგან ასეთი სიტუაციაა, მე ვფიქრობ, თქვენს სიტყვას თუ ასეთი მნიშვნელობა აქვს და მართლაც მნიშვნელობა აქვს, მე მგონი თქვენი სათქმელი უნდა თქვათ ხოლმე. ყველა პოლიციელი არ უნდა მოხარშოთ ერთ ქვაბში და ის რომ, მშვიდობიან აქტივისტს რომ ეძახით, როგორ წვავს პოლიციელს, ამ ყველაფერს უყურებთ და ამაზე რეაქცია არ გაქვთ, ცოტა არ იყოს ტეხავს. წარმატებები მინდა გისურვოთ ყველას, სულ სამეფო კლუბებში გეთამაშოთ კალათბურთშიც, ფეხბურთშიც და რაგბშიც და მინდა გისურვოთ რომ ჩვენი ქვეყანა იყოს მშვიდობიანი.
წყარო : Ambebi.ge
The post “სპორტსმენებს მოგმართავთ, “სთორები” რომ დადეთ…” – რას ამბობს მიშა მესხი საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ ? appeared first on PNews.ge.