"სასწრაფოდ უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები - ხვალ ვიქნები პარლამენტის წინ, ხალხთან ერთად" - სალომე ზურაბიშვილი

Primetime.ge 13 საათი წინ 5
"სასწრაფოდ უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები - ხვალ ვიქნები პარლამენტის წინ, ხალხთან ერთად" - სალომე ზურაბიშვილი
დაახლოებით 1 საათი ხვდებოდა საქართველოს პრეზიდენტი ოპოზიციის წარმომადგენლებს, არასამთავრობო სექტორს და სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს. შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა. სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე ეუთო ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით ისაუბრა. პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გააჟღერა მთავარი მოთხოვნა - ვადამდელი არჩევნები.სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ხვალ პარლამენტთან აქციას შეუერთდება და სიტყვით გამოვა."სასწრაფოდ უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები. ამისთვის მე ხვალ ვიქნები პარლამენტის წინ ხალხთან ერთად. 21:00 საათზე გამოვალ სიტყვით, რათა ყველამ ერთად - არა მხოლოდ მათ, ვინც აქ არიან და მუშაობენ, არამედ იმ ადამიანებთან ერთადაც, ვინც სხვადასხვა ფორმით სხვადასხვა ადგილზე მართავს პროტესტს და ვინც ეს პროტესტი საზღვრების გარეთ გაიტანა, დავაფიქსიროთ, რომ არჩევნების გარეშე არაფერი იქნება და რომ ეს მთელი ქვეყნის მოთხოვნაა. ასე რომ, ხვალ დარწმუნებული ვარ, იმაზე უფრო მეტნი ვიქნებით, ვიდრე ყოველდღიურად ვართ," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია