სარეკლამო კომპანია JWT METRO-ს თანამშრომლები პროტესტის ნიშნად ტოვებენ – მიზეზი “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო კლიპი გახდა

News.ge 2 თვის წინ 29
სარეკლამო კომპანია JWT METRO-ს თანამშრომლები პროტესტის ნიშნად ტოვებენ – მიზეზი “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო კლიპი გახდა

სარეკლამო კომპანია JWT METRO-ს თანამშრომლები პროტესტის ნიშნად ტოვებენ – მიზეზი “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო კლიპი გახდა.

ირკვევა, რომ კომპანიის დირექტორს, ნიკა ბოჭორიშვილს გადაწყვეტილება “მეტროს” თანამშრომლებისთვის არ შეუთანხმებია.

კლიპის გავრცელებიდან რამდენიმე საათში, JWT Metro კომპანიის სტრატეგიის ხელმძღვანელმა, სანდრო ჯავახიშვილმაც დატოვა.

როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, სააგენტოს თანამშრომლები ივანიშვილის ხელისუფლების სარეკლამო რგოლის გადაღებასა და დაგეგმვაში არ მონაწილეობდნენ.

სამწუხაროა, რომ კომპანიაში სადაც 4 წელი გავატარე, კეთდება პროექტი, რომლის შესახებაც არაფერი ვიცოდით. ცოდნის შემთხვევაში ამ გადაწყვეტილებას უფრო მარტივად და სწრაფად მივიღებდი. შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ სააგენტოს თანამშრომლები ამ პროექტში არ მონაწილეობდნენ, თუმცა ეს კომპანიაზე არაფერ კარგს მაინც არ ამბობს. P.S. ვეძებ სამსახურს”- წერს ჯავახიშვილი.

“ქართული ოცნების” წინასაარჩევნო პროპაგანდისტული კლიპი JWT METRO-ს დირექტორის, ნიკა ბოჭორიშვილის გადაღებულია. ეს უკანასკნელი სოციალური ქსელის პირად გვერდზე წერს, რომ “ქართული ოცნების” კლიპი მან ფრილანსერებთან ერთად გადაიღო.

ნიკა ბოჭორიშვილის სტატუსის შემდეგ, კომპანიას თანამშრომლები პროტესტის ნიშნად ერთი-მეორეს მიყოლებით ტოვებენ.

რამდენიმე წუთის წინ,  JWT METRO-ს ოფიციალურ ფეიჯზე გამოჩნდა სტატუსი: “JWT METRO left job at JWT METRO”, თუმცა ის გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში წაიშლა.

საინტერესოა კიდევ ერთი დეტალი – ქართული ოცნების გვერდზე საარჩევნო ვიდეოს აღწერაში კლიპის ავტორი მითითებული არ არის.

აღსანიშნავია, რომ JWT METRO იმ კომპანიების ჩამონათვალში იყო, რომლებმაც 2024 წლის მაისში  რუსული კანონის წინააღმდეგ განცხადება გაავრცელეს.

წყარო

 

სრულად წაიკითხეთ სტატია