სალომე ზურაბიშვილს არ ესმის, რომ ხელისუფლების წყაროა ხალხი და ამომრჩეველთა უმრავლესობამ ქვეყნის მართვის ლეგიტიმაცია არჩევნების გზით უკვე გადასცა "ქართულ ოცნებას" - თამთა მეგრელიშვილი

Primetime.ge 12 საათი წინ 5
სალომე ზურაბიშვილს არ ესმის, რომ ხელისუფლების წყაროა ხალხი და ამომრჩეველთა უმრავლესობამ ქვეყნის მართვის ლეგიტიმაცია არჩევნების გზით უკვე გადასცა "ქართულ ოცნებას" - თამთა მეგრელიშვილი
საქართველოს წარმავალმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები და ის მზად არის, ამ საკითხთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს შეხვდეს.სალომე ზურაბიშვილმა ღიად დააფიქსირა, რომ ზეწოლა უნდა მოხდეს ბიძინა ივანიშვილზე, რათა ის აიძულონ დაინიშნოს ახალი არჩვენები რაც სამართლებრივად ნონსენსია,- წერს თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში. მისივე თქმით, სამწუხაროდ სალომე ზურაბიშვილს არ ესმის, რომ ხელისუფლების წყაროა ხალხი და ამომრჩეველთა უმრავლესობამ ქვეყნის მართვის ლეგიტიმაცია არჩევნების გზით უკვე გადასცა "ქართულ ოცნებას". “საქართველოს წარმავალმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები და ის მზად არის,ამ საკითხთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს შეხვდეს. სალომე ზურაბიშვილმა ღიად დააფიქსირა, რომ ზეწოლა უნდა მოხდეს ბიძინა ივანიშვილზე, რათა ის აიძულონ დაინიშნოს ახალი არჩვენები რაც სამართლებრივად ნონსენსია... სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური ენა სახელისუფლებო გუნდთან ურთიერთობაში გაისმის პოლიტიკურად "მაღალ რეგისტრში" თუმცა გაუგებარია ამის საფუძველს მას რა აძლევს. სალომე ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ საკუთარი სტატუსის გამოყენებით ის მოასწრებს და გავლენას მოახდენს ბიძინა ივანიშვილზე და ჩატარდება ხელახალი არჩევნები. სამწუხაროდ სალომე ზურაბიშვილს არ ესმის, რომ ხელისუფლების წყაროა ხალხი და ამომრჩეველთა უმრავლესობამ ქვეყნის მართვის ლეგიტიმაცია არჩევნების გზით უკვე გადასცა "ქართულ ოცნებას". შესაბამისად ხალხის არჩევანი კანონია და ამ არჩევანს არავინ გადავა, თუნდაც კოლექტიური დასავლეთიდან საგანგებოდ დავალებული შესასრულებლად სავალდებულო დესტრუქციული სცენარისთვის,”- წერს თამთა მეგრელიშვილი.
სრულად წაიკითხეთ სტატია