სალომე ზურაბიშვილი დღეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, საქართველოს ისტორიაში იმით შევა, რომ პოლიციელებს შეურაცხყოფას აყენებს – გიორგი აბდალაძე

News.ge 3 კვირის წინ 12
სალომე ზურაბიშვილი დღეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, საქართველოს ისტორიაში იმით შევა, რომ პოლიციელებს შეურაცხყოფას აყენებს – გიორგი აბდალაძე

ეს კიდევ არ არის ის შედეგი, რაც მათ უნდოდათ. მათი მოთხოვნა ყოველთვის იყო ის, რომ აუცილებლად უნდა იყოს ორი გვამი. ღმერთმა ნუ ქნას, სცენარი მათი ჩანაფიქრით განვითარდეს, – განაცხადა რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას ფოტოგრაფმა, გიორგი აბდალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.
იგი ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ ერთადერთი პოლიტიკური ძალაა, რომელმაც კონსტიტუციაში შეიტანა ყველაზე მნიშვნელოვანი – ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების საკითხი.
„ხელისუფლებამ, რომელმაც კონსტიტუციაში შეიტანა ეს მთავარი დებულება, ყველაზე მარტივად, სწორად ახსნა ის გარემოება და ის ხვდებოდა იმ საშიშროებას, რაც მოჰყვებოდა მათ ყოველდღიურ მივლინებებს.
სამწუხაროდ, ამ ყველაფერს სათავეში ჩაუდგა ადამიანი, რომელსაც დღეს პრეზიდენტი ეწოდება. დღეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, რადგან სააკაშვილი საპატიმროშია. პროცესებს ის ხელმძღვანელობს. ერთადერთი პრეზიდენტია, რომელიც საქართველოს ისტორიაში იმით შევა, რომ პოლიციელებს შეურაცხყოფას აყენებს. მთავარსარდალი მიდის და ეუბნება პოლიციელს შენ ხარ რუსი. იგივე მეთოდი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში, როდესაც ჩვენ, ფოტოგრაფები დაგვიჭირეს და გვაბრალებდნენ რუსობას, ყველა ასპექტში ერთი და იგივე მეთოდია, ერთი და იგივე ტექნოლოგიაა. მთავარია, რომ დააბრალო. მთავარსარდალი, ქვეყნის პრეზიდენტი რომ ამას აკეთებს?!“, – განაცხადა აბდალაძემ.

სრულად წაიკითხეთ სტატია