“სალიასთვის ბრძოლაში ტოპ კლუბები დავამარცხეთ” – “ნიუკასლის” სპორტულმა დირექტორმა ქართველ ახალწვეულზე ისაუბრა

News.ge 1 თვე წინ 24
“სალიასთვის ბრძოლაში ტოპ კლუბები დავამარცხეთ” – “ნიუკასლის” სპორტულმა დირექტორმა ქართველ ახალწვეულზე ისაუბრა

“ნიუკასლის” სპორტულმა დირექტორმა პოლ მიჩელმა გუნდის ახალწვეულზე ვახტანგ სალიაზე ისაუბრა. მოგეხსენებათ, თბილისის “დინამოს” 17 წლის ფეხბურთელი “კაჭკაჭებს” 2025 წლის აგვისტოში შეუერთდება, როდესაც 18 წლის გახდება.
“მოხარულები ვართ, რომ სალიასთვის ბრძოლაში ტოპ კლუბები დავამარცხეთ და ფეხბურთელი კარიერას ჩვენთან გააგრძელებს.
განვითარებადი ნიჭის სკაუტირება და ახალგაზრდა ტალანტების მოძიება მდგრადი მომავლის აშენების არსებითი ნაწილია, ბაზარი კი სასტიკი და კონკურენტუნარიანია.
ვაგრძელებთ ინტერნსიურ სკაუტინგს როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე საზღვარგარეთ. ვეძებთ ფეხბურთელებს, რომლებსაც თავისი ნიჭის წარმოჩენა და პირველ გუნდში მოხვედრა შეუძლიათ.
ჩვენ მოუთმენლად ველით ვახტანგთან მუშაობას და
ვუსურვებთ მას წარმატებებს თბილისის “დინამოში” დარჩენილი პერიოდის განმავლობაში”, – ციტირებს მიჩელს geordiebootboys.com

სრულად წაიკითხეთ სტატია