საბაჟო გამშვებ პუნქტზე
„ყაზბეგი“ საბაჟო
კონტროლის პროცედურები,
ორივე ქვეყნის
მიმართულებით, კვლავ
24-საათიან რეჟიმში არის
შესაძლებელი. ინფორმაციას
ფინანსთა სამინისტროს
შემოსავლების სამსახური
ავრცელებს.შეგახსენებთ,
საქართველოს რეგიონული
განვითარებისა და
ინფრასტრუქტურის
სამინისტროს,
საავტომობილო გზების
დეპარტამენტის მიერ,
მიმდინარე წლის, 18
სექტემბრიდან 2 ოქტომბრის
ჩათვლით 06:00 სთ-დან-09:00 სთ-მდე,
სგპ,,ყაზბეგის" მიმდებარე
ტერიტორიაზე,
საერთაშორისო
მნიშვნელობის
საავტომობილო გზის
საგზაო-სარეაბილიტაციო
სამუშაოების წარმოების
გამო, ორივე ქვეყნის
მიმართულებით, შეჩერებული
იყო საქართველოს საბაჟო
საზღვარზე საქონლის
შემოტანა-გატანა, აგრეთვე
სახელმწიფო საზღვრის
გადამკვეთ ფიზიკურ პირთა
მიმართ საბაჟო კონტროლის
პროცედურები.