დღეიდან კომიტეტებში
მომავალი წლის ბიუჯეტის
განხილვა იწყება. პროექტით,
2025 წლის მთავარ საფინანსო
დოკუმენტში ხარჯვითი
ნაწილი 31 მილიარდ 200
მილიონია, რაც მიმდინარე
წლის ბიუჯეტზე მეტია.
პროექტის თანახმად,
რეალური ეკონომიკური ზრდა
5.5%-ით არის
დაგეგმილი.ოპოზიციაში
მიაჩნიათ, რომ თუ პენსიის
ზრდა არსებული ტემპით
გაგრძელდა, ის 1 000 ლარიან
პენსიამდე 30 წლის შემდეგ
ავა."საბაზო პენსია
მატულობს 20 ლარით
წელიწადში. ამ ტემპით თუ
გაგრძელდა, 1 000 ლარიან
პენსიას მიაღწევს მხოლოდ 30
წლის შემდეგ, 200 ლარით რომ
პენსია გაიზარდოს ამ
ტემპით - უნდა 10 წელიწადი.
ძალიან დამამცირებელია ეს
პენსიონერებისთვის," -
აცხადებს საპარლამენტო
პოლიტიკური ჯგუფის
"ევროოპტიმისტები"
თავმჯდომარე რომან
გოცირიძე.