რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერი გია ჭანტურია ლაშა ტალახაძეს მიმართავს, რომელიც ,,ქართული ოცნების” საარჩევნო სიის ათეულშია:
,,ლაშა ტალახაძეს მინდა უთხრა:) როცა ხარ 180 კილო და ორ მაგდენს წევ:) სიტყვა ბულინგი არ უნდა ახსენო:)) ტეხავს! ჯერ იმიტომ, რომ როცა პოლიტიკაში ერთვები არ გაპატიებენ არაფერს რასაც სპორტსმენს გაპატიებენ! როცა ჩემპიონატზე გამიდიოდი, მაშინაც ვიცოდით, რომ ქოცი იყავი, მაგრამ არც შეგვიხსენებია და არც გაგვითვალისწინებია, გგულშემატკივრობდით როგორც თითოეული ჩვენთაგანის სახელით მოასპარეზეს, მაგრამ როგორც კი მხარეს ირჩევ:) ეგრევე პარტიების პროცენტები ისახება ტაბლოზე და არა წონა:) მეორე იმიტომ, რომ წუწუნი არ გიხდება, ძააან დიდი ხარ:) მესამე იმიტომ, რომ პოლიტიკაში წასულ, თან რუსეთის მხარეს აღმიჩენილ სპორცმენებს კი არ აბულინგებენ, არამედ მათ მიმარ ნეგატიურ ემიციას გამოხატავენ:) აქვე გაგახსენებ შენ მწვრთნელს რომ პარლამენტიდან გამოსულს, კვერცხებს ესროდნენ, თან ისეთს, რომ შიგნიდან მკვდარი წიწილები გადმოცვივდა, რას ფიქრობდი მაშინ ამაზე? გქონდა რამე რეაქცია? თან მაგას მაშინ ისინი აკეთებდნენ ვის გვერდითაც ეხლა დგახარ! ამიტომ არის ეს შენი პოზიცია ტყუილი და უსამართლო! ან სპორტსმენები რომ ხალხის დაწიოკებაში ჩართო შენმა პარტიამ, ერთხელ მაინც გაბედე და ამოღერღე, ბიჭები ესე არ შეიძლებაო? ვერა! ქალების და ბავშვების ცემა სადაც მოსულა იქ როგორ გიტრიალდება ენა და სპორტსმენების ბულინგზე როგორ ლაპარაკობ? არც ერთი ბიძინას მიყიდული და მის ჭკუაზე შეუპასუხებლად მოსიარულე სპორტსმენი არ ღირხართ მართლა არაფრად იმ გამბედავი ახალგაზრდების ფეხის ფრჩხილად, რომლებსაც არამც თუ ბულინგის, შსსს და კანონს ამოფარებული ნიღბიანი თქვენნაერი 200 კილოიანი ჯალათების არ ეშინიათ! “მასწავლებელო ამან მიქიჩაო” ეს რა თქვი ? ტეხავს :))”
შეგახსენებთ, ლაშა ტალახაძემ განაცხადა:
,,რა თქმა უნდა ბულინგი, შეურაცხყოფა ძალიან ცუდი არის. ბიჭებს მინდა ვურჩიო, რომ ჩვენი მთავარი მიზანი არის ვიცხოვროთ ღირსეულ, განვითარებულ, მშვიდობიან საქართველოში, ვაკეთოთ ჩვენი საქმე, რაც გვიყვარს და ეგეთი ადამიანები სამწუხაროდ ბევრნი იქნებიან, რომლებიც შეურაცხყოფას მოგვაყენებენ უმიზეზოდ და ა.შ.
მინდა შევახსენო თითოეულ მათგანს, რომ ის სიტყვები, რასაც ისინი ხარჯავენ, ჩვენ ვერაფერს ვერ დაგვაკლებს და ჩვენი პასუხი ამ ყველაფერზე იქნება 26-ში, როდესაც გავიმარჯვებთ. უბრალოდ ყველამ ერთად გავიღიმოთ და გავუღიმოთ იმ ადამიანებს”
, ოლიმპიური ჩემპიონის, „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მე-7 ნომრის, ლაშა ტალახაძის განცხადებამ, რომელიც ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების პარტიის საარჩევნო კლიპში მონაწილეობას ეხება, საზოგადოების ნაწილი გააღიზიანა.
ტალახაძის თქმით, „ის ადამიანები, რომლებიც სპორტსმენებს უშვერი სიტყვებით მოიხსენიებენ, მათ ფრჩხილის ფასად არ ღირან“. მანვე დასძინა, რომ “ის სიტყვები, რასაც ხარჯავენ, ჩვენ ვერაფერს ვერ დაგვაკლებს და ჩვენი პასუხი ამ ყველაფერზე იქნება 26-ში, როდესაც გავიმარჯვებთ”.
ამ განცხადებას სოციალურ ქსელში მოქალაქემ კრიტიკული პოსტი მიუძღვნა, სადაც თავად ტალახაძეც მონიშნა.
“ამბიციები დაიხსენი და რძის ბიზნეს მიხედე”– წერს მოქამაქე ანამარია სააკაძე.
პოსტის კომენტარებში პასუხი თავად ტალახაძემ გასცა შემდეგი ფრაზით:”შენ რძე არ გექნება გასინჯული არასდროს.”