„როცა სამყარომ შანსი მისცა, ცხოვრება ლამაზ ზღაპარს დამსგავსებოდა, უფალმა მაშინ წაიყვანა…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ქალს გლოვობენ

Dailyinfo.cc 2 თვის წინ 30
„როცა სამყარომ შანსი მისცა, ცხოვრება ლამაზ ზღაპარს დამსგავსებოდა, უფალმა მაშინ წაიყვანა…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ქალს გლოვობენ

ბლოგერი შოთო სიხარულიძე თელავში, ტრაგიკულად დაღუპულ ტიკტოკერ მარიზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

მანქანა დაეჯახა და ადგილზევე გარდაიცვალა… ადამიანი პოზიტივი, ადამიანი კეთილი… ტიკტოკზე პოპულარული ჩვენი თელაველი მარი, მშვიდად განისვენე მარიკო, ყველას უყვარდი…

როგორ მეწყინა… .ყველაზე ალალი, ყველაზე გულწრფელი და ყველაზე თბილი ადამიანი … მართლა გული დამწყდა და გული მეტკინა, საყვარელო გოგო… ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული.

„შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები ემიგრანტების არხი“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს ყველას, ვისაც მარიკო უყვარდა.

წავიდა… და გადაინაცვლა მარადიულობაში… და კიდევ ერთი ანგელოზი შეემატა ზეციურ სამყაროს.
სამყარომ როცა შანსი მისცა, კეთილი ადამიანების დახმარებით, თავისი ცხოვრება ლამაზ ზღაპარს დამსგავსებოდა, სწორედ მაშინ წაიყვანა უფალმა … ყველა იცნობთ, ჩვენს საყვარელ მარიკოს,“ – წერს სიხარულიძე.

სრულად წაიკითხეთ სტატია