წელს ვენეციის
კინოფესტივალზე
საქართველოს ეროვნული
კინოცენტრსა და
როტერდამის საერთაშორისო
კინოფესტივალს შორის
გამართული
მოლაპარაკებების შედეგად,
როტერდამის რიგით 54-ე
კინოფესტივალზე თენგიზ
აბულაძის კინოკლასიკის -
„სხვისი შვილების“ -
აღდენილი ვერსიის მსოფლიო
პრემიერა
გაიმართება.კინოფესტივალი
2025 წლის 30 იანვრიდან 9
თებერვლის ჩათვლით
ჩატარდება. ქართული
კინოშედევრის ჩვენება
ფესტივალის ერთ-ერთი
სექციის - Cinema Regained-ის
ფარგლებში
მოეწყობა.ფილმის
რესტავრირებული ვერსია 2023
წელს საქართველოს
კინემატოგრაფიის ეროვნული
ცენტრისა და საქართველოს
კულტურისა და სპორტის
სამინისტროს მხარდაჭერით
შეიქმნა.იხ. პროგრამის
ბმული: https://shorturl.at/qTz3T