როგორია "ტვ პირველის" დაშავებული ოპერატორისა და ჟურნალისტის მდგომარეობა და როდის გაწერენ მათ კლინიკიდან - ექიმის განმარტება

Primetime.ge 2 კვირის წინ 10
როგორია "ტვ პირველის" დაშავებული ოპერატორისა და ჟურნალისტის მდგომარეობა და როდის გაწერენ მათ კლინიკიდან - ექიმის განმარტება
"ტვ პირველის" დაშავებული ჟურნალისტი და ოპერატორი ამ დრომდე კლინიკაში რჩებიან. გიორგი შეწირულის სამედიცინო დაწესებულებიდან გაწერა დღეს იგეგმება, მაკა ჩიხლაძეს კი ექიმების განცხადებით, შესთავაზეს დღესაც კლინიკაში დარჩეს. რაც შეეხება სხვა პაციენტებს. მედიკოსების თქმით, ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება 21 წლის ალექსი თირქიაც."რაც შეეხება გუშინდელ შემთხვევას, დაშავებულების შემოსვლა არ ყოფილა. დაგეგმილი იყო ორივე პაციენტის გაწერა, დღეს ქალბატონი ჟურნალისტის გაწერას ვგეგმავდით, მაგრამ არტერიული ჰიპერტენზია დაფიქსირდა, ამიტომ ჩვენ მას შევთავაზეთ  ბუნებრივია პაციენტის წინააღმდეგ ვერ წავალთ, როცა მივიღებთ ინფორმირებულ თანხმობას, მას კიდევ ერთი დღით დავტოვებთ კლინიკაში და შესაბამისად, ჩაუტარდება სწორედ ამ პრობლემაზე ორიენტირებული გამოკვლევა. რაც შეეხება ოპერატორს ის დღეს გაეწერება და გარდა ამისა, დანარჩენი  ორ პაციენტის გაწერაც დაგეგმილია დღეს.ყველას ყურადღების ცენტრშია 21 წლის მამაკაცი, დაწყებულია სამკურნალო მედიკამენტური ძილიდან გამოსვლის პროცესი, რომელიც მიმდინარეობს ჯერჯეროვნად, თუმცა გართულებისგან არავინ გახლავთ დაზღვეული და შესაბამისად, ყველაფერი კეთდება საიმისოდ, რომ ნებისმიერი ასეთი მოსალოდნელი გართულებების პრევენცია მოხდეს. ეს პაციენტი თავიდანვე რეანიმაციაში იყო განთავსებული და მისი ამჟამინდელი მდგომარეობა მოითხოვს კვლავ რეანიმაციაში ყოფნას. მისი გამოღვიძების პროცესი არ არის დასრულებული და გამოღვიძების შემდეგაც მისი მდგომარეობა ფრიად საყურადღებო იქნება და მოითხოვს მულტიდისციპლინური გუნდის მართვას,"- აცხადებს კლინიკური დირექტორი კახაბერ ჭელიძე.
სრულად წაიკითხეთ სტატია