“რა ჯანდაბაა, ამას როდის მიხვდებიან?!” – ვალვერდეს მეუღლე “მილანთან” მატჩის შემდეგ ანჩელოტის დაუპირისპირდა

News.ge 1 თვე წინ 20
“რა ჯანდაბაა, ამას როდის მიხვდებიან?!” – ვალვერდეს მეუღლე “მილანთან” მატჩის შემდეგ ანჩელოტის დაუპირისპირდა

“რეალის” 26 წლის ურუგვაელი ნახევარმცველის ფედერიკო ვალვერდეს მეუღლე მინა ბონინო “მილანთან” წაგებული 1:3 მატჩის შემდეგ მადრიდელთა გუნდის მთავარ მწვრთნელ კარლო ანჩელოტის დაუპირისპირდა და გადაწყვეტილება არ მოუწონა.
მოგეხსენებათ, იტალიელმა სამხრეთ ამერიკელი პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალა და მის მაგივრად თამი ედუარდო კამავინგა ჩართო. ბონინომ კი სოციალურ ქსელ X-ში დაწერა:
“ფედე თავის საუკეთესო ფეხბურთს თამაშობს, როგორც დაცვითი ნახევარმცველი. რა ჯანდაბაა, როდის მიხვდებიან, რომ ის გარემარბი არ არის?!”, – დაწერა ბონინომ.
ვალვერდეს მეუღლის ამ პოსტზე მატჩის შემდეგ ანჩელოტისაც ჰკითხეს, რომელმაც თქვა:
“კომენტარის გაკეთება სოციალურ
ქსელებში ხალხის პოსტებზე ძალიან ძნელია. ვალვერდე შევცვალე, რადგან ის 100 პროცენტით მზად არ იყო. რამდენიმე დღის წინ მას ზურგის პრობლემა ჰქონდა. პირველ ტაიმში თავს კარგად არ გრძნობდა”, – თქვა კარლომ.

სრულად წაიკითხეთ სტატია