პრემიერის მოწოდება, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ გადახედოს ამ გადაწყვეტილებას, მიზანშეწონილია და მივესალმები - ლევან მაჭავარიანი „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ შესახებ

Primetime.ge 2 თვის წინ 39
პრემიერის მოწოდება, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ გადახედოს ამ გადაწყვეტილებას, მიზანშეწონილია და მივესალმები - ლევან მაჭავარიანი „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ შესახებ
ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანი მთავრობის განცხადებას ეხმაურება, სადაც საუბარია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" საკითხზე. კონკრეტულად, პრემიერ-მინისტრმა მიმართა ანტიკორუფციულ ბიუროს და აღნიშნა, რომ "სახელმწიფო ინტერესებისთვის და საარჩევნო პროცესში გარე მანიპულაციის ასარიდებლად, მიზანშეწონილად მიმაჩნია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსი მოეხსნას."მაჭავარიანის თქმით, ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილება მიზანშეწოლი და მისაღებია."ჩვენ ვიხილეთ ბოლო დღეების განმავლობაში, თუ როგორი სპეკულაციები იყო ამ თემის გარშემო, თითქოსდა, ქალბატონ კაპიტან გიგაურს, რომელიც იკავებდა ძალიან მაღალ თანამდებობებს "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის დროს ძალოვან სტრუქტურებში, წარმოგვიჩენენ, რომ არის მიუკერძოებელი პიროვნება, რომელიც უნდა დააკვირდეს არჩევნებს. ყველამ კარგად ვიცით, ვინ არის ქალბატონი გიგაური. ის არის "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტი, პოლიტიკურად ანგაჟირებული და, სხვათა შორის, მასაც აქვს მონაწილეობა მიღებული 2020 წელს, როდესაც ISFED-მა გააყალბა პარალელური ხმების დათვლა.ბატონი კობახიძის მოწოდება, რომ გადახედოს ამ გადაწყვეტილებას ანტიკორუფციულმა ბიურომ, მიზანშეწონილია და მხოლოდ მივესალმები. იქიდან გამომდინარე, რომ შეუძლია დისკრეცია გამოიყენოს ამ შემთხვევაში ანტიკორუფციულმა ორგანომ და სასპეკულაციო რომ არავის არ დავუტოვოთ. თქვენ კარგად აკვირდებით, რამდენად ანგაჟირებულები არიან ეს ვითომდა დამკვირვებელი ორგანიზაციები," - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა "დღის კურიერის" ეთერში.
სრულად წაიკითხეთ სტატია