საქართველოს
პრემიერ-მინისტრმა, ცოტა
ხნის წინ გამოქვეყნებული
ეუთო/ოდირის
სადამკვირვებლო მისიის
საბოლოო ანგარიში
სპეციალურ ბრიფინგზე
შეფასა.პრემიერმა,
საპარლამენტო არჩევნების
სათანადო შეფასებისთვის,
მადლობა
გადაუხადა:"ახლახან
გამოქვეყნდა ეუთო/ოდირის
დასკვნა, რომელიც
არსებითად იმეორებს
წინასწარ დასკვნას,
რომელიც ეუთო/ოდირმა
არჩევნების შემდეგ
გამოაქვეყნა. მე მინდა
მადლობა გადავუხადო
ეუთო/ოდირს, რომელმაც
მიუხედავად აგრესიული
თავდასხმებისა,
სათანადოდშეაფასა
საპარლამენტო არჩევნები.
მნიშვნელოვანია ჩვენთვის,
რომ ეუთო/ოდირი გამოთქვამს
მზადყოფნას ითანამშრომლოს
საქართველოს არჩეულ
ხელისუფლებასთან
საარჩევნო გარემოსა და
პროცედურების შემდგომი
გაუმჯობესებისათვის,"-
განაცხადა ირაკლი
კობახიძემ.