მთავარანგელოზთა
დღესასწაულზე ხონისა და
სამტრედიის მიტროპოლიტმა
საბამ იქადაგა, ისაუბრა
არჩევნების თემაზე და
საზოგადოებას
მიმართა:„საქართველოში
ჩატარდა არჩევნები, მე მისი
შეფასების სურვილი არ
მაქვს, თუ როგორი იყო, ეს
ჩემი საქმე არ არის...
ხაზგასმა მინდა ერთი
რაღაცისთვის - რამდენიმე
დღის წინ, პატრიარქმა
დალოცა ჩვენი ქვეყანა,
დალოცა ხელისუფლება და
ბრძანა, რომ ეს არჩევნები
ჩატარდა და უნდა მივიღოთ ის
შედეგები, რომელიც
რეალურად დადგა. ამ
შემთხვევაში, ჩვენ
ყველაფერი უნდა გავაკეთოთ
იმისთვის, რომ
საქართველოში იყოს
მშვიდობა...არის ჯერ კიდევ
დაძაბული ურთიერთობები,
ანუ იმის საშიშროება, რომ
იყოს გაურკვევლობა და
არეულობა, რაც ჩვენს
ქვეყანას სიკეთეს
ნამდვილად არ მოუტანს.მე
მინდა საქართველოს
მოსახლეობას მივმართო,
რომელიც მართლმადიდებელი
ქრისტიანია და
რომლისთვისაც პატრიარქი
არის სულიერი მამა და
მოძღვარი - ვინმე გეგულებათ
საქართველოში, ან
საქართველოს ფარგლებს
გარეთ, უცხოეთში,
პატრიარქზე უფრო მაღალი
თანამდებობის, უფრო
გამოცდილი, პატრიარქზე
უფრო ბრძენი, ერის, ჩვენი
ქვეყნის მოსიყვარულე
ადამიანი?! ყველაფერი იმის
გათვალისწინებით, რაც
უკვე ვთქვი, ეს არის
პატრიარქის
ლოცვა-კურთხევა, რომელსაც
ჩვენ უნდა დავემორჩილოთ და
მივიღოთ როგორც ნება
ღვთისა.ადამიანები,
რომლებიც ეკლესიაში
დადიხართ, ეზიარებით კიდეც
ალბათ, ადამიანები,
რომელნიც ტაძრებს და
მონასტრებს აშენებთ და
ეხმარებით, აქამდეც ასე
ყოფილა და ახლაც ალბათ ასე
აგრძელებთ, ნუთუ, თქვენთვის
პატრიარქის მოწოდება,
ლოცვა-კურთხევა საკმარისი
არ არის? და არ უნდა
დავემორჩილოთ მას ერთი
უბრალო, მარტივი მიზეზის
გამო, თუ გვიყვარს ქვეყანა,
მისთვის უნდა გვინდოდეს
მშვიდობა და
განვითარება. პატრიარქზე
მეტმა ვინ უნდა მოგვცეს
ლეგიტიმაცია?! აუცილებელია,
მაინცდამაინც, ამერიკიდან,
ევროპიდან, რუსეთიდან,
ჩინეთიდან, სხვა ქვეყნიდან
გვითხრან, თქვენ კარგი
ხალხი ხართ, კარგად
ჩაატარეთ ყველაფერი,
მოგიწონეთ და ახლა
გააგრძელეთ მშვიდობიანი
ცხოვრებაო?მე, არ ვფიქრობ,
რომ სხვა ადამიანები ამ
ყველაფერს იმაზე მეტი
სიბრძნით, სიყვარულითა და
გულისტკივილით ამბობდნენ,
ვიდრე ჩვენი
პატრიარქი. ამიტომ, ჩემი
სურვილი, მოწოდება და
თხოვნაა ერთადერთი,
დაუჯერეთ პატრიარქს,
დაუჯერეთ ეკლესიას და
გააანალიზეთ,
გააცნობიერეთ, რას ნიშნავს
იყოთ ქრისტიანები,
მართლმადიდებლები.
პატრიარქი და ეკლესია
ყოველთვის ღვთის ნებას
გამოგიცხადებთ.გირჩევთ,
გაითვალისწინოთ,
გაიზიაროთ პატრიარქის
სიტყვები, მისი დალოცვა და
მიიღოთ ის მოცემულობა, რა
ჩვენ გვაქვს ჩვენი
ქვეყნისა და ერის
საკეთილდღეოდ“, - იქადაგა
მიტროპოლიტმა.