რუსეთის მიერ ოკუპირებული
აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა
რუსეთთან საინვესტიციო
საქმიანობის შესახებ
შეთანხმებას მხარი არ
დაუჭირა. ინფორმაციას ამის
შესახებ რუსული მედია
ავრცელებს.ცნობისთვის, 30
ოქტომბერს ამ
„შეთანხმებას“ მოსკოვში
ხელი მოაწერეს
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ.
ვიცე-პრემიერმა, ე.წ.
ეკონომიკის მინისტრმა,
კრისტინა ოზგანმა და
რუსეთის ეკონომიკური
განვითარების მინისტრმა,
მაქსიმ რეშეტნიკოვმა.15
ნოემბერს რუსეთის მიერ
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ.
პარლამენტში უნდა
მომხდარიყო შეთანხმების
რატიფიცირება, მაგრამ ამ
შეთანხმების
მოწინააღმდეგე ე.წ.
ოპოზიციამ არეულობა
მოაწყო. შედეგად,
თანამდებობიდან გადადგა
აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი
ასლან ბჟანია და ე.წ.
პრემიერ-მინისტრი
ალექსანდრ ანქვაბი.