“ნიჭის აფეთქება” – ნახეთ ვინ არის სამხრეთ აფრიკაში მცხოვრები 13 წლის ქართველი მხატვარი, რომლის ნამუშევრები განცვიფრებას იწვევს

Dailyinfo.cc 2 თვის წინ 25
“ნიჭის აფეთქება” – ნახეთ ვინ არის სამხრეთ აფრიკაში მცხოვრები 13 წლის ქართველი მხატვარი, რომლის ნამუშევრები განცვიფრებას იწვევს

“ნი­ჭის აფეთ­ქე­ბა” – ასე აფა­სე­ბენ სამ­ხრეთ აფ­რი­კა­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი ბავ­შვის მა­რი­ამ ჯა­ნე­ლი­ძის შე­მოქ­მე­დე­ბას და თვლი­ან, რომ შე­უძ­ლე­ბე­ლიც კი არის ამ ასა­კის თვით­ნას­წავ­ლი მხატ­ვა­რი ასეთ ნა­მუ­შევ­რებს ქმნი­დეს.

მა­რი­ამ ჯა­ნე­ლი­ძე სამ­ხრეთ აფ­რი­კი­დან თა­ვად გვე­სა­უბ­რა:

– 13 წლის ხარ და უკვე შემ­დგარ მხატ­ვარს გე­ძა­ხი­ან, ყვე­ლას აო­ცებ, რამ­დე­ნი წლის იყა­ვი, ხატ­ვა რომ და­ი­წყე?

– მარ­თა­ლია ბავ­შვო­ბი­დან ვხა­ტავ… ხატ­ვის მი­მართ სე­რი­ო­ზუ­ლი და­ინ­ტე­რე­სე­ბა 12 წლის ასაკ­ში გა­მიჩ­ნდა. ის ნა­მუ­შევ­რე­ბი, რო­მე­ლიც ინ­ტერ­ნეტ-სივ­რცე­ში გა­ზი­არ­და ყვე­ლა 2021 წელ­საა შექ­მნი­ლი. მა­ნამ­დე მსგავ­სი დო­ნის ნა­მუ­შევ­რე­ბი არ მქო­ნია.

– მშობ­ლე­ბი, ახ­ლობ­ლე­ბი მხატ­ვრე­ბი არი­ან?

– ოჯახ­ში უყ­ვართ ხე­ლოვ­ნე­ბა. დე­და­ჩე­მი ზეთ­ში ხა­ტავს. მა­მა­საც მოს­წონს ხატ­ვა და როცა დრო აქვს, ხა­ტავს.

– სამ­ხატ­ვრო სკო­ლა­ში სწავ­ლობ? გვი­ამ­ბე პე­და­გო­გებ­ზე, რამ­დე­ნად დიდი წვლი­ლი მი­უ­ძღვით დღეს რომ ასე კარ­გად ხა­ტავ?

– სამ­ხატ­ვრო სკო­ლა­ში არ ვსწავ­ლობ, მაგ­რამ მო­მა­ვა­ლი წლი­დან ვა­პი­რებ! ხატ­ვა არა­ვის უს­წავ­ლე­ბია, მე ჩე­მით ვის­წავ­ლე. სწავ­ლის პირ­ველ ეტაპ­ზე ჩა­ნა­ხა­ტებს ვა­კე­თებ­დი ფან­ქარ­ში და ვცდი­ლობ­დი გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას. ცოტა ინ­ტერ­ნე­ტიც და­მეხ­მა­რა; კერ­ძოდ, თვალ­ყურს ვა­დევ­ნებ­დი ხატ­ვის პრო­ცე­სის ამ­სახ­ველ ვი­დე­ო­ებს. ამის და­მო­უ­კი­დებ­ლად, სკო­ლა­ში მქონ­და ზო­გა­დი ხე­ლოვ­ნე­ბის გაკ­ვე­თი­ლე­ბი და ასე­ვე, მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ვღე­ბუ­ლობ­დი სკო­ლის არტ-კლუბ­ში. მად­ლო­ბე­ლი ვარ ჩემი ოჯა­ხის, მას­წავ­ლებ­ლე­ბის და მე­გობ­რე­ბის, რომ­ლე­ბიც ჩემ მხატ­ვრულ წინსვლას გულ­შე­მატ­კივ­რობ­დნენ.

– თუ მი­ი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა კონ­კურ­სებ­ში, გა­მო­ფე­ნებ­ში?

– ჯერ არა.

– ყო­ველ­თვის შე­გიძ­ლია ხა­ტავ­დე თუ მუზა აუ­ცი­ლე­ბე­ლია ?

– მუზა აუ­ცი­ლე­ბე­ლია შე­და­რე­ბით დიდი პრო­ექ­ტე­ბის­თვის. ჩა­ნა­ხა­ტე­ბის­თვის იმ­დე­ნად არა.

– ყვე­ლა­ზე მე­ტად რისი და­ხატ­ვა გიყ­ვარს – ბუ­ნე­ბა, ყვა­ვი­ლე­ბი, ცხო­ვე­ლე­ბი, ადა­მი­ა­ნე­ბი ?

– ყვე­ლა­ზე მე­ტად პორ­ტრე­ტე­ბი, შემ­დეგ ცხო­ვე­ლე­ბი და ბუ­ნე­ბა…

– ერთ ნა­ხატს და­ახ­ლო­ე­ბით რამ­დენ ხან­ში ქმნი, რთუ­ლია მუ­შა­ო­ბის პრო­ცე­სი?

– თუ შე­უს­ვე­ნებ­ლად ვხა­ტავ, და­ახ­ლო­ე­ბით ერთ-ნა­ხე­ვა­რი დღე ვუნ­დე­ბი. ზო­გი­ერთ ნა­ხატს რამ­დე­ნი­მე კვი­რა მო­ვუნ­დი, რად­გან ინ­ტერ­ვა­ლე­ბით ვხა­ტავ­დი. სირ­თუ­ლე და­მო­კი­დე­ბუ­ლია ნა­ხა­ტის დე­ტა­ლურ დატ­ვირ­თვა­ზე. ზოგ­ჯერ კომ­პო­ზი­ცია და ტექ­სტუ­რა წარ­მო­ად­გე­ნენ სირ­თუ­ლე­ებს. ამ დროს ვცდი­ლობ პრო­ცესს მი­ვენ­დო.

– ქარ­თვე­ლი და მსოფ­ლიო მხატ­ვრე­ბი­დან რო­მე­ლი მოგ­წონს ყვე­ლა­ზე მე­ტად?

– მხატ­ვრე­ბის ნა­მუ­შევ­რებს ძი­რი­თა­დად “იუ­თუ­ბის” სა­შუ­ა­ლე­ბით ვეც­ნო­ბი. ერთ-ერთი საყ­ვა­რე­ლი მხატ­ვა­რი-იუ­თუ­ბე­რი drawholic-ია. რა­მო­დე­ნი­მე კვი­რის წინ სკო­ლი­დან წა­მიყ­ვა­ნეს მუ­ზე­უმ­ში, სა­დაც სამ­ხრეთ აფ­რი­კე­ლი მხატ­ვრის, ია­კობ ჰენ­დრიკ პი­ერ­ნი­ფის ნა­მუ­შევ­რებს გა­ვე­ცა­ნი, რა­მაც დიდი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა. ქარ­თველ მხატ­ვრებს, სამ­წუ­ხა­როდ, ჯერ კარ­გად არ ვიც­ნობ. რაც ნა­ნა­ხი მაქვს იქი­დან ყვე­ლა­ზე მე­ტად ელე­ნე ახვლე­დი­ა­ნის ნა­ხა­ტე­ბი მომ­წონს.

– სამ­ხრეთ აფ­რი­კის პი­რო­ბე­ბი, გა­რე­მო რამ­დე­ნად კარ­გია ხე­ლო­ვა­ნის­თვის?

– ჩვენ პა­ტა­რა ქა­ლაქ­ში სტე­ლენ­ბო­ში ვცხოვ­რობთ, სა­დაც მშვი­დი გა­რე­მო და ლა­მა­ზი ბუ­ნე­ბაა. ვფიქ­რობ, რომ ეს მხატ­ვრუ­ლი ინ­სპი­რა­ცი­ის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. მაქვს სა­შუ­ა­ლე­ბა ჩემს ოთახ­ში გან­მარ­ტო­ე­ბის და სა­ა­თო­ბით ხატ­ვის, რის პი­რო­ბებ­საც ჩემი მშობ­ლე­ბი მიქ­მნი­ან.

– რო­გო­რია ყო­ველ­დღო­უ­რო­ბა და ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ცხოვ­რე­ბა უცხო მხა­რე­ში?

– მარ­თა­ლია, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე ვარ, მაგ­რამ მე სამ­ხრეთ აფ­რი­კა­ში და­ვი­ბა­დე და ამი­ტომ ჩემ­თვის სამ­ხრეთ აფ­რი­კა არც თუ ისე უცხოა. დღის პირ­ველ ნა­ხე­ვარს სკო­ლა­ში ვა­ტა­რებ. სახ­ლშიც და სკო­ლა­შიც, ხატ­ვის გარ­და ჭად­რა­კის თა­მა­ში მიყ­ვარს. სკო­ლა­ში ჭად­რა­კის კლუ­ბის წევ­რი ვარ. სახ­ლში ჭად­რაკს ზოგ­ჯერ მშობ­ლებ­თან და ბა­ბუ­ას­თან ვთა­მა­შობ, ძი­რი­თა­დად კი ვთა­მა­შობ ონ­ლა­ინ პლატ­ფორ­მა­ზე. ასე­ვე მიყ­ვარს კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი თა­მა­შე­ბი, რო­მელ­საც ინ­ტერ­ნე­ტით ჩემს დას­თან, მა­მი­დაშ­ვილ­თან და ჩემი სკო­ლის მე­გობ­რებ­თან ერ­თად ვთა­მა­შობ. ზოგ­ჯერ მა­მა­ჩე­მი აბ­სტრაქ­ტულ მა­თე­მა­ტი­კას მას­წავ­ლის.

– რას გვე­ტყო­დით სამ­შობ­ლო­ზე, რამ­დე­ნად უკავ­შირ­დე­ბა სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი?

– ოჯა­ხის ბევ­რი წევ­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში მყავს. ძა­ლი­ან მიყ­ვარს სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლა და მათ­თან ერ­თად ყოფ­ნა. კონ­კრე­ტუ­ლი სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი ჯერ არ მაქვს; თუმ­ცა, მა­ინ­ტე­რე­სებს ქარ­თუ­ლი მხატ­ვრუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის გაც­ნო­ბა.

წყარო: https://www.ambebi.ge/

სრულად წაიკითხეთ სტატია