„ნაცები“ და „ახალი ნაცები“ წერენ, რომ უარს ამბობენ მანდატებზე, „ლელო“ საერთოდ არაფერს არ საუბრობს, გახარია მათ ამ გადაწყვეტილებას დასცინის. ეს ყველაფერი სხვა არაფერია თუ არა, მათი პატრონების კიდევ ერთი დავალება, რომ როგორმე ერთმანეთისგან გამიჯნონ – „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“ და გახარია

News.ge 1 თვე წინ 17

რატომ ცდილობენ ეს ადამიანები, რომ საზოგადოება კიდევ ერთხელ მოატყუონ, თითქოს მათ კანონმდებლობა აძლევს შესაძლებლობას, რომ მანდატებზე უარი თქვან. ეს ფილმი ჩვენ ნანახი გვაქვს უკვე. 2020 წელს, 2020 წლიდან 2024 წლამდე საქართველოში პარლამენტი შემდგარი იყო და საქმიანობდა, მათ არაფერი არ გაუკეთებიათ, რა თქმა უნდა, „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებს შეიძლება არც კი ჰგონიათ, რომ პარლამენტი იყო ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ არ მოგვჩვენებია ნამდვილად,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
მისივე განცხადებით, უარის თქმა მანდატებზე, ან სიჩუმის შენარჩუნება, არაფერია თუ არა ოპოზიციური პარტიების პატრონების კიდევ ერთი ახალი დავალება, რომ როგორმე ერთმანეთისგან გამიჯნონ – „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“ და გახარია.
„როდესაც ამბობენ, რომ მათ აქვთ შესაძლებლობა, რომ მანდატებზე უარი თქვან სიები ჩახსნან ეს არის აბსოლუტური ტყუილი. საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ უნდა განვმარტოთ, რომ საქართველოს კონსტიტუცია, საარჩევნო კოდექსი, პარლამენტის რეგლამენტი არანაირად არ უშვებს შესაძლებლობას, რომ „ნაცმოძრაობის“ წევრებმა საბოტაჟის გზით არ მისცენ საშუალება საქართველოს პარლამენტს, რომ შედგეს და საქმიანობას შეუდგეს ეს ყველაფერი გამორიცხულია და საინტერესო მომენტია, რომ „კოლექტიურ ნაცმოძრაობაში“ შემავალი 4 პარტიიდან გაიყო მათი პოზიციები, „ნაცები“ და „ახალი ნაცები“ წერენ, თითქოს თავის ხელრთვას ურთავენ ფურცლებს , რომ უარს ამბობენ მანდატებზე, ხოლო დანარჩენი ამ კლასტერში შემავალი ორი პარტია იქნება „ლელო“ თუ გახარიას პარტია, „ლელო“ საერთოდ არაფერს არ საუბრობს, გახარია პირიქით მათ ამ გადაწყვეტილებას დასცინის.
ეს ყველაფერი სხვა არაფერია თუ არა, მათი პატრონების კიდევ ერთი ახალი დავალება, რომ როგორმე ერთმანეთისგან გამიჯნონ – „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“ და გახარია, მაგრამ ეს ყველაფერი არ გამოსდით, არ გამოსდით მარტივი მიზეზიდან გამომდინარე. ისევ და ისევ, 26 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა კარგად გააკეთა არჩევანი „კოლექტიურ ნაცმოძრაობასა“ და რეალურად ჩვენს ქვეყანაზე მზრუნველ ძალას – „ქართულ ოცნებას“ შორის. რისთვისაც კიდევ ერთხელ მადლობა უნდა გადავუხადოთ 1 120 000-ზე მეტ ჩვენს მხარდამჭერს, რომელმაც მხარი დაუჭირა ჩვენი ქვეყნის წინსვლას. რაც შეეხება ამ პარტიებს, რომლებიც ისევ და ისევ საგონებელში არიან ჩავარდნილები, არ მგონია ფლომასტერს გასცდნენ. „ტოპ ტვინები“ თუ მივიდნენ ფლომასტერამდე, გაჟონილ მელნამდე, საინტერესოა, საბოლოო ჯამში რა იდეა დაებადება მათ ტვინებს“,- განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

სრულად წაიკითხეთ სტატია