გუდაურში მომხდარ
ტრაგედიაზე საგამოძიებო
მოქმედებები გრძელდება.
ერთ-ერთ კომერციულ
ობიექტში ნაპოვნი 12
ცხედრიდან 11 უცხო ქვეყნის,
ერთი კი საქართველოს
მოქალაქეა. ის 25 წლის გოგოა,
რომელიც რესტორანში იყო
დასაქმებული.აღნიშნული
ინფორმაცია "კურიერს"
ობიექტის ერთ-ერთმა
მფლობელმა მიაწოდა."მთელი
ჩვენი სტაფია დაღუპული.
შუქი არ იყო და გენერატორი
ჩართეს, მაგრამ ის ვეღარ
მოიფიქრეს, რომ ძალიან
ძლიერი ქარი იყო. იცით,
თბილისშიც რა ამინდი იყო
გუშინ და გუდაურში ხომ
საერთოდ. ეს ჩართეს, გარეთ
არ გაუდგიათ თურმე, კარიც
მიუხურავს ვიღაცას, თუ რა
მოხდა... არადა, კარი
ყოველთვის ღია იყო ხოლმე,
როცა ეგ ჩართული ჰქონდათ.
ეტყობა, ძალიან რომ ციოდა,
ეს კარიც მიხურეს და რომ
დაიძინეს, გაიგუდნენ...
ჩვენი ტაქსის მძღოლმა,
რომელიც თბილისში
რესტორნის პროდუქტისთვის
იყო ჩამოსული და რომ ჩავიდა
გუდაურში, მან იპოვა," -
აცხადებს რესტორნის
ერთ-ერთი მფლობელი.შსს-ს
ინფორმაციით, პირველადი
დათვალიერებით ცხედრებს
ძალადობის კვალი არ
აღენიშნებათ. შემთხვევა
ინდური რესტორნის მეორე
სართულზე მოწყობილ
საძინებელ სივრცეში მოხდა,
სადაც დაღუპულებს ფართი
ჰქონდათ
ნაქირავები.წინასწარი
ინფორმაციით, უბედური
შემთხვევის მიზეზი
ინტოქსიკაციაა.
ახალგაზრდები, სავარაუდოდ,
ბუნებრივი აირის ნამწვით
მოიწამლნენ. საგამოძიებო
უწყების ცნობით,
საძინებელი ოთახების
სიახლოვეს, შიდა, დახურულ
სივრცეში განთავსებული
იყო გენერატორი, რომელიც,
სავარაუდოდ მას შემდეგ
ჩართეს, რაც ობიექტს დენის
მიწოდება შეუწყდა. ფაქტზე
გამოძიება
გაუფრთხილებლობით
სიცოცხლის მოსპობის
მუხლით მიმდინარეობს.