მენდიმ “სიტის” სასამართლო დავა მოუგო – ფეხბურთელი მანჩესტერული გუნდისგან მნიშვნელოვან თანხას მიიღებს

News.ge 1 თვე წინ 20
მენდიმ “სიტის” სასამართლო დავა მოუგო – ფეხბურთელი მანჩესტერული გუნდისგან მნიშვნელოვან თანხას მიიღებს

the Daily Mail გვაუწყებს, რომ ცნობილმა ფრანგმა მცველმა ბენჟამინ მენდიმ თავის ყოფილ კლუბ მანჩესტერ “სიტის” სასამართლო დავა მოუგო.
“ქალაქელები” ახლა ვალდებულნი არიან, ხელფასის მნიშვნელოვანი ნაწილი, მაშინ როდესაც მენდი გაუპატიურებაში იყო ბრალდებული და შესაბამისად გუნდიდან მოკვეთილი, აუნაზღაურონ.
ფრანგმა კლუბს 11 მილიონი ევრო მოსთხოვა და თანხის დიდ ნაწილს მიიღებს. სასამართლომ გადაწყვიტა სრულად არ დაეკმაყოფილებინა სარჩელი, რადგან ფეხბურთელმა პატიმრობაში 5 თვე გაატარა.
უახლოეს მომავალში მანჩესტერ “სიტი” ვალდებულია მენდისთან შეათანხმოს გადახდების ოდენობა და სქემა. თუ მხარეები არ შეთანხმდნენ, მაშინ ეს საკითხი სასამართლოში უნდა გადაწყდეს.
შეგახსენებთ, რომ მენდი ამჟამად ფრანგული “ლორიენის” ღირსებას იცავს და ის ადრე გაუპატიურებაში იყო ეჭვმიტანილი, თუმცა გაამართლეს.

სრულად წაიკითხეთ სტატია