აჭარის მთავრობის
თავმჯდომარემ თორნიკე
რიჟვაძემ, საკუთარი
არჩევანი
დააფიქსირა.„ძალიან
მნიშვნელოვანი არჩევნებია
დღეს. მოგეხსენებათ, რომ
ტარდება როგორც
საქართველოს პარლამენტის,
ასევე აჭარის უმაღლესი
საბჭოს
არჩევნები.შესაბამისად,
ჩვენს რეგიონში
ამომრჩევლებს უწევთ
გააკეთონ შესაბამისი
არჩევანი და ორი სვეტი
გააფერადონ. მე ხმა მივეცი
ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან
განვითარებას,
სტაბილურობას და იმ
ოცნების ახდენას, რასაც
ჰქვია ჩვენი ქვეყნის
გამთლიანება და
გაერთიანება“,- განაცხადა
თორნიკე რიჟვაძემ.