“მანჩესტერის” წარმომადგენლები ხვიჩას სანახავად იტალიაში ჩავიდნენ – “ნაპოლიდან” წასვლა გარდაუვალია?

News.ge 2 თვის წინ 23
“მანჩესტერის” წარმომადგენლები ხვიჩას სანახავად იტალიაში ჩავიდნენ – “ნაპოლიდან” წასვლა გარდაუვალია?

TUTTO mercato WEB-ი იტობინება, რომ „ემპოლისთან“ „ნაპოლის“ მატჩს ს და ალესანდრო ბონჯორნოს თამაშის სანახავად „მანჩესტერის“ წარმომადგენლები დაესწრნენ და ორივემ მათზე შთაბეჭდილება მოახდინა – პირველმა გამარჯვების გოლი გაიტანა, მეორე კი დაცვაში კარგად გაისარჯა.
გამოცემა წერს, რომ კვარაცხელიასთან თანამშრომლობის გახანგრძლივება ვერ ხერხდება, გასულ სეზონში უნდოდათ კონტრაქტში მისი გამოსასყიდი ფასის, 100 მილიონი ევროს დაფიქსირება, მაგრამ მწვრთნელის, ანტონიო კონტეს გამო უარის თქმა მოუწიათ, რადგან ის ქართველს ხელშეუხებლად მიიჩნევდა. რაც შეეხება ზაფხულში „ტორინოსგან“ 40 მილიონად შეძენილ ბონჯორნოს, კლუბი 70 მილიონზე მეტად დააფასებს, თანაც აურელიო
დე ლაურენტისს მისი გასხვისების სურვილი ნაკლებად ექნება.
იტალიის ნაკრებისა და „ნაპოლის“ ყოფილმა ნახევარმცველმა ჯანფრანკო ძოლამ განაცხადა, რომ ბოლო შეხვედრები ხვიჩამ თავისი დონის შესაფერისად ვერ ჩაატარა, თუმცა ვარსკვლავებს აქვთ ჩავარდნები, მაგალითად, როგორც ლაუტარო მარტინესს და პაულო დიბალას, ეს ქართველს პროგრესირებაში დაეხმარება და ძალიან უნდა პრემიერლიგაში იხილოს.
„კორიერე დელო სპორტის“ დირექტორმა ივან ძაძარონიმ თქვა, რომ „ნაპოლის“ მიერ „კვარასთვის“ 5/6-მილიონიანი შეთავაზება კარგია, უნდა დათანხმდეს, მაგრამ თუ არ აწყობს, მაშინ 100 მილიონად გაყიდიან (თუ პსჟ მართლა ამხელა თანხას იხდიდა) და ამ ფულით კლუბი სხვა ფეხბურთელს შეიძენს.
ჟურნალისტი პაოლო პაოლეტი თავის „ფეისბუქის“ გვერდზე წერს, რომ ნეაპოლურ კლუბს კვარაცხელიას ტრანსფერი სულ რაღაც 10 მილიონი დაუჯდა, დე ლაურენტისი კონფლიქტში შევიდა მოთამაშესთან, რომელიც ბოლო ორ სეზონში საუკეთესო იყო, გუნდში ერთ-ერთი დაბალანაზღაურებადია და არ სურს იმდენი გადაუხადოს, რამდენსაც იმსახურებს, ხოლო ყოველივე ამან შეიძლება განშორება გამოიწვიოს.
„გაძეტა დელო სპორტის“ მიმომხილველის მიმო მალფიტანოს აზრით, მხარეები ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეთანხმდებიან და ივნისში ხვიჩას გასაყიდად უნდა მოემზადონ.

სრულად წაიკითხეთ სტატია