“მანქანამ ჰაერში ააგდო… ყვე­ლა ორ­გა­ნო და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ჰქონ­და”– რას ჰყვებიან ახლობლები მომხდარ ტრაგედიაზე?

Dailyinfo.cc 2 თვის წინ 30
“მანქანამ ჰაერში ააგდო… ყვე­ლა ორ­გა­ნო და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ჰქონ­და”– რას ჰყვებიან ახლობლები მომხდარ ტრაგედიაზე?

ორსული ქალი, რომელსაც 4 ოქტომბერს მარტვილის სოფელ სალხინოში ავტომობილი დაეჯახა, გარდაიცვალა.

“ისევ ჭადრების ხეივანი…კიდევ ერთი ტრაგედია… ორსული გოგო…. სახლში 10 თვის პატარა….კიდევ ერთი ახალგაზრდას უდროოდ შეწყვეტილი სიცოცხლე… ისევ ძაძებში გახვეული სოფელი… ამჯერად ლეცავეს საჯარო სკოლის თანამშრომელი…. როდემდე ღმერთო?!”– წერენ სოციალიურ ქსელში.

“მძღო­ლი ნას­ვა­მი ყო­ფი­ლა, ისიც სალ­ხი­ნო­და­ნაა, გვა­რად ლა­ზა­რია, ნა­ნას მე­ზო­ბე­ლი. თბი­ლი­სი­დან ახა­ლი ჩა­მო­სუ­ლი ყო­ფი­ლა და მან­ქა­ნით სი­გა­რე­ტის სა­ყიდ­ლად გა­მო­სუ­ლა, ნანა მას­წავ­ლე­ბე­ლია და სკო­ლი­დან შინ ბრუნ­დე­ბო­და, მან­ქა­ნა დიდი სის­წრა­ფით გა­მო­ვარ­დნი­ლა, ქალი კუ­თხე­ში მი­ყუ­ჟუ­ლა, არ ელო­და, იქამ­დე თუ მი­აღ­წევ­და, წა­მებ­ში მოხ­და ყვე­ლა­ფე­რი. მან­ქა­ნამ ქალი ჰა­ერ­ში ააგ­დო… მძღო­ლი ად­გი­ლი­დან არც მი­მა­ლუ­ლა და პო­ლი­ცი­ას ჩა­ბარ­და.

ნანა მე­ო­რე შვილ­ზე იყო ორ­სუ­ლად. სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ეკი­პაჟ­მა ქალი მა­ლე­ვე გა­და­იყ­ვა­ნა ქუ­თა­ი­სის კლი­ნი­კა­ში, ექი­მებ­მა მა­შინ­ვე თქვეს, რომ ქალს ყვე­ლა ორ­გა­ნო და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ჰქონ­და და მისი გა­დარ­ჩე­ნა თით­ქმის შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო. ქი­რურგს მიყ­ვა­ნის­თა­ნა­ვე უთ­ქვამს, ტვი­ნი მკვდა­რი­აო… სა­წყა­ლი ქალი 5 დღე ებ­რძო­და სიკ­ვდილს და დღეს გარ­და­იც­ვა­ლა. ისე­თი ბედ­ნი­ე­რი იყო, ვერ წარ­მო­იდ­გენთ… მას პა­ტა­რა გო­გო­ნა დარ­ჩა“.

შეგახსენებთ, მარტვილის რაონის სოფელ სალხინოში, მსუბუქი ავტომობილი ხუთი თვის ორსულ ქალს 4 ოქტომბერს დაეჯახა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც 40 წლამდე ქალი ქუჩას კვეთდა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ექიმებმა ნაყოფის გადარჩენა ვერ შეძლეს. ქალი რამდენიმე დღის განმავლობაში მძიმე მდგომარეობაში ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში იმყოფებოდა, თუმცა ექიმებმა ვერც მისი გადარჩენა შეძლეს.

სრულად წაიკითხეთ სტატია