მათი განცხადებები, რომ გავახსენეთ ქართველ ხალხს, როგორ მოგვიწოდებდნენ ომისკენ, უარი თქვეს ამ ყველაფრის გაშვებაზე - არჩილ გორდულაძე „ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპის გაშვებასთან დაკავშირებით ოპოარხების უარზე

Primetime.ge 1 კვირა წინ 7
მათი განცხადებები, რომ გავახსენეთ ქართველ ხალხს, როგორ მოგვიწოდებდნენ ომისკენ, უარი თქვეს ამ ყველაფრის გაშვებაზე - არჩილ გორდულაძე „ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპის გაშვებასთან დაკავშირებით ოპოარხების უარზე
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე არჩილ გორდულაძე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს მოუწოდებს, მათ ანგარიშებში ასახონ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ აფილირებული ტელეკომპანიების გადაწყვეტილება, რომელიც „ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპების ეთერში გაშვებაზე უარს ეხება.როგორც „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას არჩილ გორდულაძემ აღნიშნა, „ნაციონალურ მოძრაობას“ არ მოსწონს „ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპების შინაარსი, ვინაიდან მასში მოყვანილია ფაქტები, რომელიც მოქალაქეებს „ნაცმოძრაობის“ დანაშაულებრივ ქმედებებს და განცხადებებს ახსენებს.„როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით, რომ გვაქვს 60%-მდე, ეს ჰაერიდან მოტანილი ნამდვილად არ ყოფილა. ეს ჩვენს შიდა პარტიულ კვლევებს ეყრდნობოდა და დადასტურდა „გორბის“ კვლევითაც. ცალსახაა, რომ „ქართული ოცნების“ გვერდით დგას ქართველი ხალხი. ამ ყველაფრის შემდეგ კვლავ აგრძელებენ „ნაციონალური მოძრაობის“ ტელევიზიები ჩვენს წინააღმდეგ ბრძოლას, ჩვენი კამპანიის წინააღმდეგ ბრძოლას. ჰერჩინსკის არ მოწონება ჩვენი კლიპისა საბუთად მოიყვანეს და ამბობენ, რომ არ უნდა განთავსდესო ჩვენი საარჩევნო კლიპი. მაგალითად, დამატებითი კლიპები, რომელიც ეხებოდა, რომ მათ რიგებში არსებობენ ეკლესიის მაგინებლები, პატრიარქის შეურაცხმყოფლები, ჩვენი რელიგიის წინააღმდეგ მებრძოლი ადამიანები და მათი განცხადებები, რომ გავახსენეთ ქართველ ხალხს, ასევე როგორ მოგვიწოდებდნენ ომისკენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, ეს რომ შევახსენეთ ხალხს სარეკლამო კლიპის სახით, მათ უარი თქვეს ამ ყველაფრის გაშვებაზე. რატომ? იმიტომ, რომ ხედავენ, რომ ასეთი რეკლამის გაშვებით კიდევ უფრო მეტად იკვრება ქართველი ხალხი. ეს ყველაფერი მათ აღიზიანებთ და ყველანაირად ცდილობენ, რომ გვებრძოლონ. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა სადამკვირვებლო ორგანიზაციას, რომ ასეთი დარღვევები აუცილებლად იყოს ასახული ყველა ანგარიშში. ასევე, მოუწოდონ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც მათი მხრიდან ფინანსდებიან, რომ დაგმონ ასეთ ქმედებები და არა მხარი დაუჭირონ „ნაციონალურ მოძრაობის“ ტელევიზიებს“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
სრულად წაიკითხეთ სტატია