“მა­შინ მე რა­ტომ უნდა ვიყო ამ ნაკ­რე­ბის წევ­რი?” – ბუდუ ზივზივაძის ახალმა განცხადებამ მთელი საქართველო აალაპარაკა

Dailyinfo.cc 1 კვირა წინ 5
“მა­შინ მე რა­ტომ უნდა ვიყო ამ ნაკ­რე­ბის წევ­რი?” – ბუდუ ზივზივაძის ახალმა განცხადებამ მთელი საქართველო აალაპარაკა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი და საფეხბურთო კლუბ „კარლსრუეს” თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე საბა საპანაძესთან ინტერვიუში 2024წლის ევროპის ჩემპიონატზე საუბრობს და განმარტავს, თუ რატომ მიეცა მცირე სათამაშო დრო. ის აღნიშნავს, რომ მწვრთნელის გადაწყვეტილება მის პოლიტიკურ შეხედულებებთან კავშირში არაა.

“საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ვიღაც რომ პოლიტიკის გამო იჩაგრებოდეს არის გამორიცხული. თუ ვიღაც არასაფეხბურთო რაღაცის გამო მსჯის, მაშინ მე რატო უნდა ვიყო იმ ნაკრების წევრი – ეს ხომ აბსურდია. მაშინ ფეხბურთს რატომ ვუყურებთ? ფეხბურთს არ უნდა უყურებდეთ, თუ იმის გჯერათ რომ თამაშები კეთდება…

თუ ფიქრობენ, რომ მე დასჯილი ვიყავი ევროპის ჩემპიონატზე შეხედულებების ან პოლიტიკის გამო, მაშინ საქართველოს ნაკრებს აღარ უგულშემატკივრონ. თუ ფიქრობენ, რომ საქართველოს ნაკრებში ასე ხდება. პირიქით, ყველაფერი ჯანსაღია, ჯანსაღი კონკურენციაა. იმ მომენტში მწვთნელმა ისე გადაწყვიტა, რომ გიორგის უნდა ეთამაშა და შედეგიც იყო – ადამიანი გახდა ევროპის ჩემპიონატის ბომბარდირი და გვიყვარს ჩვენი ბომბარდირი”- ამბობს ფეხბურთელი ბუდუ ზივზივაძე.

სრული ინტერვიუ შეგიძლიათ იხილოთ აქ:

სრულად წაიკითხეთ სტატია