ლევან მაჭავარიანი: „სამართლიან არჩევნებს“ მოვუწოდებთ, რომ რაც შეიძლება მალე დადონ თავიანთი ანგარიში. 2020 წელს, მაშინ როდესაც მათ პირდაპირ გააყალბეს ხმების დათვლა, თუ არ ვცდები დასკვნა სამ საათში გამოაქვეყნეს

Primetime.ge 2 თვის წინ 18
ლევან მაჭავარიანი: „სამართლიან არჩევნებს“ მოვუწოდებთ, რომ რაც შეიძლება მალე დადონ თავიანთი ანგარიში. 2020 წელს, მაშინ როდესაც მათ პირდაპირ გააყალბეს ხმების დათვლა, თუ არ ვცდები დასკვნა სამ საათში გამოაქვეყნეს
ისინი „სამართლიანი არჩევნები“ რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ობიექტურები არიან იმაში, რომ პირაპირ აცხადებენ, რომ მათი პარალელური ხმების დათვლა ზუსტად ასახავს იმ შედეგებს რაც ცესკომ დადო, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა „დღის ქრონიკასთან“.„დღენახევარზე მეტია გასული და ჩვენ ველოდებით და მოვუწოდებთ, რომ რაც შეიძლება მალე დადონ თავიანთი ანგარიში. მაგალითად 2020 წელს, როდესაც მათ პირდაპირ გააყალბეს ხმების დათვლა, თუ არ ვცდები სამ საათში ჰქონდათ დასკვნა თუ ანგარიში დადებული და მოვუწოდებთ, რომ მალე დადონ თავიანთი ანგარიში. ეს იმის დასტური იქნება, რა შედეგიც ასახულია. ასევე, საფუძვლიანი ეჭვი არსებობს რომ „ისფედი“ იმყოფება სერიოზული ბულინგის ქვეშ“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.„სამართლიანმა არჩევნებმა” განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ მათ მიერ ხმების პარალელური დათვლის ვერიფიკაცია შეესაბამება ცესკო-ს მიერ გამოცხადებულ შედეგებს.
სრულად წაიკითხეთ სტატია