საქართველოს
კონკურენციისა და
მომხმარებლის დაცვის
სააგენტოში, (GCCA)
ავტოიმპორტიორების
ერთობლივი საჩივრის
საფუძველზე, მოპასუხე
ეკონომიკური აგენტების –
შპს „რუსთავის
ავტობაზრობის“ და შპს
„მიკადო ჯორჯიას“ მხრიდან
შესაძლო დომინანტური
მდგომარეობის ბოროტად
გამოყენების მიმართებით
საქმის მოკვლევა
მიმდინარეობს.როგორც
კონკურენციის სააგანტოს
მიერ გავრცელებულ
ინფორმაციაშია ნათქვამი,
საკითხი ეხება რუსთავის
ავტობაზრობის
ტერიტორიაზე,
ავტოსადგომებით
სარგებლობის სანაცვლოდ,
მოპასუხე ეკონომიკური
აგენტების მხრიდან
არასამართლიანად მაღალი
ფასის ან სხვა
არასამართლიანი სავაჭრო
პირობების პირდაპირ ან
არაპირდაპირ
დადგენას.„საქმის
მოკვლევის პროცესში,
არსებითი მნიშვნელობის
მქონე გარემოებების
დადგენის მიზნით, მოპასუხე
ეკონომიკური აგენტებისგან
GCCA-მ შესაბამისი
დოკუმენტაცია გამოითხოვა.
აღნიშნულმა კომპანიებმა,
GCCA-ის წერილის ჩაბარების
მიუხედავად, განსაზღვრულ
ვადაში გამოთხოვილი
დოკუმენტაცია არ
წარმოადგინეს, ხოლო ვადის
დარღვევის შემდგომ
სააგენტოს არასრული სახით
მიაწოდეს. შესაბამისად,
ეკონომიკურ აგენტებს – შპს
„რუსთავის ავტობაზრობასა“
და შპს „მიკადო ჯორჯიას“
ცალ-ცალკე დაეკისრათ
ჯარიმა – 3 000 ლარის ოდენობით.
ინფორმაციისთვის: GCCA-ს მიერ
მოთხოვნილი ინფორმაციის
მისთვის მის მიერვე
განსაზღვრულ ვადაში
მიუწოდებლობის ან
არასწორი/არასრული
ინფორმაციის მიწოდების
შემთხვევაში, იურიდიულ
პირს ეკისრება ჯარიმა – 3 000
ლარის, ხოლო ფიზიკურ პირს 1 000
ლარის ოდენობით.
ინფორმაციის განმეორებით
მიუწოდებლობის
შემთხვევაში იურიდიულ
პირს – 5000 ლარის და ფიზიკურ
პირს 3000 ლარის მოცულობით. 2024
წელს დასრულდა ორი
მოკვლევის საქმე და ოთხი
მიმდინარე რეჟიმშია.
საანგარიშო პერიოდში, GCCA-ის
გადაწყვეტილებით, შვიდ
საჩივარზე დაუშვებლობის
გადაწყვეტილება იქნა
მიღებული“, – ნათქვამია
გავრცელებულ
ინფორმაციაში.