კოლექტიური “ნაცმოძრაობა” დაწერილ სცენარს მიჰყვება, გუშინ ამაზრზენი რიტუალი ჩაატარეს, რუსთაველზე მაცხოვრის გამოსახულებიანი კუბო დაწვეს – არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ეს ახალი პროვოკაციების შესავალია, რამაც მდგომარეობის გამწვავება უნდა გამოიწვიოს

News.ge 1 კვირა წინ 2

მომდევნო დღეების მანძილზე განსაკუთრებული ყურადღება და სიფრთხილეა საჭირო! კოლექტიური ნაც. მოძრაობა დაკვეთილ და დაწერილ სცენარს მიჰყვება, – ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი ჩაკვეტაძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც საუბარია დესტრუქციული და დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზატორების გეგმებზე, 2024 წლის 14 დეკემბერს, ჩაიშალოს პრეზიდენტის ს პროცესი და ამ მიზნით, მიმდინარე კვირას მდგომარეობა მაქსიმალურად დაძაბონ.
როგორც ჩაკვეტაძე ანიშნავს, პროტესტის მონაწილეებმა გუშინ მაცხოვრის გამოსახულებიანი კუბო დაწვეს, რაც საფუძვლიანი ვარაუდია იმისა, რომ ეს ახალი პროვოკაციების შესავალია ვითარების გასამწვავებლად.
“მომდევნო დღეების მანძილზე განსაკუთრებული ყურადღება და სიფრთხილეა საჭირო!
კოლექტიური ნაც. მოძრაობა დაკვეთილ და დაწერილ სცენარს მიჰყვება.
გასული 10 დღის განმავლობაში, ფაქტობრივად ყველა საშუალება გამოიყენეს სიტუაციის ხელოვნურად რადიკალიზაციისთვის, მაგრამ ეს გეგმა ჩავარდა.
სწორედ ამიტომ, გუშინ ამაზრზენი რიტუალი ჩაატარეს. რუსთაველზე მაცხოვრის გამოსახულებიანი კუბო დაწვეს. არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ეს ახალი პროვოკაციების შესავალია, რამაც მდგომარეობის არსებითად გამწვავება უნდა გამოიწვიოს.
მივმართავ ამ ჯგუფებს, ხელი არ წაგიცდეთ ქართული საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ!
მინდა საზოგადოება დავარწმუნო, რომ სახელმწიფო უწყებები ამ პროვოკაციების აღსაკვეთად აქტიურ მუშაობას გააგრძელებენ!” – წერს გიორგი ჩაკვეტაძე.

სრულად წაიკითხეთ სტატია