“კვარაცხელიას მსხვერპლშეწირვა კონტეს ველური დავალების შესასრულებლად, რომელიც ბოლომდე გამოწურავს” – კასანომ და ადანიმ ხვიჩაზე ისაუბრეს

News.ge 1 თვე წინ 22
“კვარაცხელიას მსხვერპლშეწირვა კონტეს ველური დავალების შესასრულებლად, რომელიც ბოლომდე გამოწურავს” – კასანომ და ადანიმ ხვიჩაზე ისაუბრეს

გადაცემა Viva el Futbol-ში “ნაპოლის” გარემარბის ს შესახებ იტალიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელებმა ანტონიო კასანომ და დანიელე ადანიმ დისკუსია გამართეს და ხაზი გაუსვეს, რომ ანტონიო კონტეს ხელში პირველ რიგში თამაშის სტილის შეცვლა ქართველს მოუწია.
კასანო: „კვარაცხელია ის აღარ არის, რაც ლუჩანო სპალეტის დროს იყო, თუმცა ახლა მეტი გოლი აქვს გატანილი, ვიდრე „ნაპოლიში“ პირველი სეზონის დასაწყისში. ეს ის არ არის, რაც მე მომწონს. მაშინ უფრო შეტევაში მოქმედებდა. ჩემი კითხვაა: ეს გუნდის ტაქტიკური ცვლილებებისთვის გაღებული მსხვერპლია თუ მწვრთნელი მას რაღაცას ართმევს?“
ადანი:
„კონტემ ყველაფერი განაახლა, ფეხბურთელებს უთხრა, რომ ჩემპიონატზე დაკავებული მეათე ადგილის შემდეგ ყველაფრის თავიდან დაწყება მოუწევდათ. ჩაგდებულ სეზონში ასევე დამნაშავე „კვარა“ და ლობოტკა იყვნენ. ჩემი აზრით, კვარაცხელია აღარ იღიმის, რადგან მსხვერპლის გაღება უწევს. კონტე ბოლომდე გამოწურავს.
კასანო: „ვერ დაგეთანხმები. ხვიჩა „ინტერთან“ დაცვას ძალიან ეხმარებოდა და ბურთის ართმევა ისე იზეიმა, თითქოს გოლი გაიტანა. კონტე ფანტაზიის მხრივ ზღუდავს. არ ვიცი, ამ შემთხვევაში რა არის კომპრომისული ვარიანტი, მაგრამ ეს მოსაფიქრებელია“.
ადანი: „კვარა“ თავისი ძალისხმევით კმაყოფილია, მაგრამ თუ მას თავისუფლად თავისი თამაშის საშუალებას მისცემს და უაზრო სირბილისგან გაათავისუფლებს, სწორედ ეს იქნება კომპრომისი. მსგავსი ველური დატვირთვა უკიდურეს გადაღლას გამოიწვევს. კონტე აკეთებს იმას, რისიც სჯერა“.
„სკუადრა აძურას“ ექს-თავდამსხმელმა ფრანჩესკო გრაციანიმ განაცხადა, რომ „ინტერთან“ „ნაპოლის“ თამაში არ გახლდათ სანახაობრივი შოუ, თუმცა ფეხბურთელებმა მოედანზე გასწირეს თავი და აქამდე არასოდეს უნახავს, რომ კვარაცხელია და პოლიტანო წინ და უკან განუწყვეტლივ 80 მეტრს დარბოდნენ.

სრულად წაიკითხეთ სტატია