“კვარაცხელიამ “ნაპოლის” საჯარიმოში უფრო დიდი დრო გაატარა, ვიდრე მეტოქის მხარეს” – იტალიის ნაკრების ყოფილმა მცველმა “ინტერისა” და “პარტენოპეის” შეხვედრა შეაფასა

News.ge 1 თვე წინ 18

სერია A-ს მეთერთმეტე ტურის ცენტრალურ მატჩში “ინტერმა” “ნაპოლის” უმასპინძლა, მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.
იტალიის ნაკრების ყოფილმა მცველმა დანიელე ადანიმ La Domenica Sportiva-სთან ინტერვიუში შეხვედრა შეაფასა.
მიმდინარე სეზონში “ნაპოლიმ” გასვლით მატჩში გოლი მხოლოდ “ვერონასთან” გაუშვა, “იუვესთან” და “მილანთან” კი თავი შესანიშნავად დაიცვეს. დღეს არ გაუმართლათ, რადგან ჩალჰანოღლუმ საჯარიმოს გარედან ბრწყინვალე დარტყმა შემოგვთავაზა.
კონტემ იცის როგორ შეუქმნას მეტოქე გუნდის შემტევებს პრობლემები. არ დაგვავიწყდეს რაჰმანისა და ბონჯორნოს დაცვითი დუეტი, ასევე ნახევარმცველების კარგი თამაში დაცვით ფაზაში და ასევე ის ფაქტი, რომ კვარაცხელიამ საკუთარი გუნდის
საჯარიმოში უფრო დიდი დრო გაატარა, ვიდრე მეტოქის საჯარიმოში.
“ნაპოლი” ნამდვილად ძლიერი გუნდია, თუმცა არ ვფიქრობ, რომ “ინტერს” აღემატებიან”, – განაცხადა ადანიმ.
შეგახსენებთ, “პარტენოპეი” 26 ქულით ლიდერია და 24 ნოემბერს “რომას” მიიღებს.

სრულად წაიკითხეთ სტატია