“კვარასთან” ერთად “მანქანა” ვერ შექმნა… თურმე ვცდებოდით… ხვიჩას ცოტა დააკლდა – “ნაპოლის” მარცხის შემდეგ

News.ge 1 კვირა წინ 9
“კვარასთან” ერთად “მანქანა” ვერ შექმნა… თურმე ვცდებოდით… ხვიჩას ცოტა დააკლდა – “ნაპოლის” მარცხის შემდეგ

ნეაპოლში რომ გემოვნებიანი ფეხბურთის მოყვარულები არიან და აქ ანტონიო კონტეს “უბურთო” სტილს მხოლოდ კრიზისიდან გამოსვლის გზაზე ან საუკეთესო შედეგის შემთხვევაში მოიწონებენ, ამაზე თითქოს შევთანხმდით. აქვს კი გუნდს რესურსი, სატურნირო ვითარება მიმზიდველი ჰქონდეს?! – ეს შეკითხვა უფრო რიტორიკულია.
გასული სეზონი კრიზისული იყო, თუმცა კვარაცხელია-ოსიმენის დუეტი სინქრონულ მოქმედებას მაინც ინარჩუნებდა და ეს შეტევაში დიდ პერსპექტივებს აჩენდა. ლუკაკუ არაერთი თვისებით გამორჩეულია (უფრო საუკეთესო წლებში იყო), კონტესაც მასთან კომუნიკაცია კარგად გამოსდის, მაგრამ ბელგიელმა “კვარასთან” ერთად მძლავრი და კოორდინირებული “მანქანა” ვერ შექმნა, რომელიც ყველა მეტოქეს
დაძაფრავს.
ვიღაცამ შეიძლება ჩათვალოს, მარიო რუის პერსონალური გულშემატკივრები ვართ. ეს ასე არაა, მაგრამ ერთხელაც ვიტყვით – თუკი ანტონიო მისი საყვარელი სამმცველიანი ტაქტიკით არ თამაშობს (სადაც ბონჯორნო უკეთესი იყო), პორტუგალიელი გუნდში საჭიროა(ხვიჩა მასთან ერთად უფრო შედეგიანიც იყო). მარიოსა და ოლივერას კონკურენცია ორივეს უკეთესს ხდიდა. ახლა ვიღებთ უალტერნატივო ურუგვაელს, რადგანაც მწვრთნელის კიდევ ერთი ფავორიტი სპინაცოლა თან ცუდ სათამაშო კონდიციებშია და თანაც – დაცვით უნარებში სუსტი. წინა სეზონის შემდეგ, როცა ხვიჩას ფლანგზე ხან ამ საქმისთვის ყოვლად მოუქნელი ჟესუსიც კი რომ ვიხილეთ, როგორ ველოდით, კონტე არსებულ ვითარებას მოაგვარებდა, მაგრამ თურმე მწარედ ვცდებოდით. ეგ კი არა, დი ლორენცოს ცენტრში შეწევით გამოცდილი სპეციალისტი მარჯვენა ფრთასაც “კლავდა” (იმ ფონზე, როცა კაპიტანი ახალ პოზიციაზე არ ვარგოდა), გუშინ კი რამდენჯერმე ჯოვანისა და პოლიტანოს ძალიან მაგარი ინტერაქცია ვიხილეთ. ის, რაც გუნდს მარცხნივ არ აქვს.
“ლაციოსთან” ობიექტურად ისეთი განცდა დარჩა, მოედანზე მთავარი კაცი იყო, ის უბრალოდ სხვა მასშტაბისა და შესაძლებლობების ფეხბურთელია. ჩვებებური ძალიან დიდი მონდომებაც ეტყობოდა, თუმცა უბრალოდ გუნდი ვერ ახერხებს, 77-ე ნომრის საუკეთესო მხარე დაგვანახოს. ჯერ ერთი, ხვიჩა ბევრს მუშაობს დაცვაში, უწევს შეტევების წამოწყება და ამ დროს მნიშვნელოვანია, მისი მოხერხებული, დახვეწილი და შეტევის ოპტიმალურად გაგრძელების რესურსის მქონე პასებს გუნდი რა გაგრძელებას უპოვის. უკვე დავწერეთ ფლანგიდან არასათანადო დახმარებაზე, “უოსიმენობაზე”, ამას ნახევარდაცვის ნაკლეპროდუქტიულობა (პრესინგის ვერდაძლევაც) ემატება და რაღა დარჩა?! ერთი რაც დარჩა, ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე ჯარიმის სახიფათო ზონაში მოპოვება და მისი თავადვე შესრულებაა. კვარაცხელიას ეს საქმე ერთხელ კარგად გამოუვიდა, თუმცა ახლა მცირედი დააკლდა (ეს ამბავი ძალიან განიცადა).
ხოდა ზემოთჩამოთვლილი ამბებია, “ნაპოლის” ოთხეულსაც რომ საეჭვოს ხდის. კიდევ რა? კონკურენციის არარსებობა. კონტემ გაიაზრა, ნერეშისგან “კვარას” დუბლიორი რომ არ გამოვიდოდა და ის ისევ მარჯვნივ გამოიყენა, თუმცა ამით საკმაოდ აქტიური პოლიტანოს გარეშე დარჩა. ცვლილებებით გუნდმა თამაში ვერ შეცვალა და რჩებოდა განცდა, “ლაციო” სიტუაციას სრულად აკონტროლებდა. გოლის გაშვების შემდეგ ამ ფორმაციით მათამაშე ნეაპოლელების თამაში სულ უფრო უიმედო ხდება, “ატალანტამ” ეს კარგად გამოაჩინა. ასე მიიღო გუნდმა ერთ კვირაში ორი მარცხი რომაელებისგან, რომლებიც თავის მხრივ, იტალიურ გუნდებს შორის საუკეთესო ფორმაში სულაც არ არიან.
იმედს ნუ გადავიწურავთ, აგვისტოში გუნდმა ისე დაიწყო, ამდენზე ფიქრი თავხედობა იქნებოდა!..
მოდი ობიექტურები ვიყოთ – გარდა იმისა რომ გუნდი არაა ბოლოდე აწყობილი, ხვიჩაც ვერ არის ფორმაში აშკარად. წინა თამიც პასები გააფუჭა, ახლა დარტმებში იყო ძალიან არა ზუსტი. აღარაფერს ვამბობ, რომ კაცის მოტყუებაც უჭირს ძირითად შემთხვევებში.
რაც შეეხება ლუკაკუს, აშკარაა რომ ოსიმენის ყოფნის შემთხვევაში ნაპოლიც უკეთესი იქნებოდა და ხვიჩაც.
მთელი იტალიური პრესა აჭრელებულია ლაურენტისის კრიტიკთ და მართლებიც არიან ! ნერეშის შესახებ კითხეს კვარაცხელიას ვერ ცვლისო და რატომ გამოგყავთ ასე ხშირად კვარას მაგივრადო და იმ ბებერმა იდიოტმა წუწურაქმა უპასუხა–ნერეშში ფიული გვაქვს გადახდილი დიდ ხელფასსაც ვუხდით და ხომ უნდა აანაზღაუროს ის ხარჯებიო ! აი მარტო ამ პასუხითაც ჩანს რა ტიპია და ვინ აყენებს ნაპოლიში შემადგენლობას ! გასაკვირია მეორე ადგილზე რომ არიან და არა სადღაც მე-15 ზე !

სრულად წაიკითხეთ სტატია