მსახიობ ზურა
ბერიკაშვილის
გარდაცვალებიდან 40 დღე
გავიდა. მეგობრები
სოციალურ ქსელში ემოციურ
სტატუსებს უძღვნიან.„იცი,
შენ, იცი, როგორ მიყვარხარ…
ნათელი შენს სულს, ჩემო
ძმაო! 40 დღე გასულა…„არ
გხარვს ნიჭი ზურიკო? არ ხარ
ბიჭი ურიგო“ – გეტყოდი,
ლამის ყოველი შეხვედრისას
და შენც ისე გაიღიმებდი,
მხოლოდ შენ რომ შეგეძლო:
ცოტა უხერხულად და
თვალებში სთბოჩამდგარი…
გენაცვალე“, – წერს მწერალი
კახა სულუაშვილი სოციალურ
ქსელში.„40 დღე უფლის
სამსჯავროზე, ჩემი კეთილი
მეგობარი“. უზომოდ
მენატრები“, – წერს ზურა
ბერიკაშვილის მეგობარი
თამუნა
მეფარიშვილი.„ძალიან
მტკივა, მწყინს ზურა, რომ
ჩვენ გვერდით აღარაა...
ღმერთმა აცხონოს მისი
ლამაზი სული და
დაუმკვიდროს ცათა
სასუფეველი...“,- წერს ნინო
მშვილდაძე.