ისიც ძალიან რთული იყო
„ისფედისთვის“, ეთქვა, რომ
ცესკოს მონაცემები სრულად
ემთხვევა იმ მონაცემებს,
რომელიც „ისფედს“ აქვს
პარალელური დათვლის
შედეგად, - განუცხადა
ჟურნალისტებს პარლამენტის
თავმჯდომარის პირველმა
მოადგილემ, გიორგი
ვოლსკიმ.მისივე თქმით,
ძნელი იყო, მაგრამ
მიუხედავად ამისა, ითხოვენ
„ისფედმა“ გამოაქვეყნოს
ციფრები, ანალიზი გააკეთოს
იმ ვითარების და რაც მისი
ვალდებულებაა, იმ
შედეგების, რაც არჩევნებმა
აჩვენა.„ისიც ძალიან რთული
იყო „ისფედისთვის“, ეთქვა,
რომ ცესკოს მონაცემები
სრულად ემთხვევა იმ
მონაცემებს, რომელიც მათ
აქვთ პარალელური დათვლის
შედეგად.ძნელი იყო, მაგრამ
მიუხედავად ამისა, ჩვენ
ვითხოვთ გამოაქვეყნოს
ციფრები, ანალიზი გააკეთოს
იმ ვითარების და რაც მისი
ვალდებულებაა, იმ
შედეგების, რაც არჩევნებმა
გვიჩვენა. ჩვენ ვფიქრობთ,
რომ „ისფედის“ მიზანს არ
წარმოადგენს ამ
სპეკულაციების ერთხელ და
სამუდამოდ დამთავრება“, -
აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.