„ქართული ოცნება“
საარჩევნო პროგრამას 7, ან 9
ოქტომბერს წარადგენს,
განაცხადა
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი
კობახიძემ
მედიასთან.„პროგრამას 7, ან 9
ოქტომბერს წარვადგენთ,
თარიღი დაზუსტდება. კოვიდი
მქონდა და ამიტომ გადაიდო.
გავიტესტე და უკვე კარგად
ვარ“, - აღნიშნა კობახიძემ.30
სექტემბერს „ქართულმა
ოცნებამ“ გაავრცელა
განცხადება, სადაც
აღნიშნული იყო, რომ
საარჩევნო შტაბის
ხელმძღვანელის
ჯანმრთელობის
მდგომარეობის გამო, პირველ
ოქტომბერს დაგეგმილი
პროგრამის წარდგენა
რამდენიმე დღით გადაიდო.